- ზურა ტყემალაძე 3:6, 7:6 (11:9), 6:4 აზიზ დუგაზი
- გადამწყვეტი მატჩები 16 სექტემბერს ჩატარდება
საქართველოსა და ტუნისის ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრების მატჩში, რომელიც დევისის თასის მსოფლიო ჯგუფი II-ის ეგიდით მიმდინარეობს, ანგარიში 2:0 გახდა.
დღის მე-2 შეხვედრაში ზურა ტყემალაძე (მსოფლიოს 687-ე ჩოგანი) აზიზ დუგაზის (238-ე) გაეჯიბრა და რეიტინგში გაცილებით წინ მყოფ მეტოქესთან გმირული გამარჯვება იზეიმა – 3:6, 7:6 (11:9), 6:4.
თამაში ორსაათნახევარს გაგრძელდა და ტყემალაძე პირველ სეტში წაგების შემდეგ მეორეშიც ბრეიკით ჩამორჩა. მიუხედავად ამისა, საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა და სეტებს შორის წონასწორობა აღადგინა.
გადამწყვეტ სეტში ქართველი ჩოგბურთელი 1:4-ს აგებდა, მაგრამ ისევ არ დანებდა და ზედიზედ 5 გეიმის მოგებით, გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა.
ქართულ-ტუნისურ დაპირისპირებაში, რომელსაც კასპის რაიონის სოფელი ახალქალაქი მასპინძლობს, ყველაფერი 16 სექტემბერს გადაწყდება, თუმცა, საქართველოს ნაკრები მოგებასთან ძალიან ახლოსაა.
შაბათს, თავდაპირველად, წყვილთა შეხვედრაა დაგეგმილი, რომელშიც ალექსანდრე ბაკში და ალექსანდრე მეტრეველი გამოცდილ ვეტერან მალეკ ჯაზირისა და სკანდერ მანსურის შეხვდებიან. ამის მერე ერთუელთა დარჩენილი მატჩები ჩატარდება: ფურცელაძე დუგაზის შეხვდება, ხოლო ტყემალაძე – ეჩარგუის.
საქართველოსა და ტუნისის ნაკრებთა მატჩში გამარჯვებული 2024 წლისთვის მსოფლიო თასი I-ის პლეი-ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
კომენტარები