Thumbnail
  • 17 სექტემბერს ლობჟანიძის ატლანტა იუნაიტედი მესის ინტერ მაიამის უმასპინძლებს
  • 28 წლის ქართველ შემტევს არგენტინელ ვარსკვლავთან შეხვედრა ამჯერად არ მოუწევს 

საბა ლობჟანიძეს, რომელიც ზაფხულში თურქეთიდან ამერიკულ ატლანტა იუნაიტედში გადაბარგდა, ჰქონდა შანსი, კვირას, ლიონელ მესის წინააღმდეგ ეთამაშა, მაგრამ ეს აღარ მოხდება. ინტერ მაიამის არგენტინელი სუპერვარსკვლავი MLS-ის რეგულარული ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრას გამოტოვებს, რომელსაც მისი გუნდი 17 სექტემბერს, ატლანტაში გამართავს.

როგორც ESPN წერს, მესიმ ხუთშაბათსა და პარასკევს ინტერ მაიამიში ივარჯიშა, მაგრამ გუნდს ატლანტასთან სათამაშოდ აღარ გაჰყვა.  

ბოლოს ლეო არგენტინას ეკვადორთან მოგებაში (1:0) დაეხმარა

სხვათა შორის, მანამდე მესიმ დისკომფორტის მიზეზით არგენტინის ეროვნული ნაკრების მატჩი გამოტოვა სტუმრად ბოლოვიასთან. მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა "ალბისელესტემ" ანგარიშით 3:0 მოიგო. 

რაც შეეხება საბა ლობჟანიძეს, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩებისთვის იყო გამოძახებული, 28 წლის გარემარბმა ამერიკულ ლიგაში უკვე 3 მატჩი ჩაატარა და 2 გოლით გამოირჩა. ატლანტა იუნაიტედს 28 თამაშში 42 ქულა აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს.

საბა მესამე ქართველია, ვინც სათამაშოდ MLS-ში გადაბარგდა

ლიონელ მესიმ ინტერ მაიამის მაისურით MLS-ის სამ შეხვედრაში გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. 36 წლის არგენტინელმა კლუბის მაისურით კიდევ ერთი მატჩი თასზე ჩაატარა და იქ 2 ასისტით გამოირჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები