- ვალენსია 3:0 ატლეტიკო
- გიორგი მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა
ესპანეთის ლა ლიგის მე-5 ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში ვალენსიამ "მესტალიაზე" დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა ატლეტიკო, გუნდი, რომელმაც წინა ტურში სტუმრად 7:0 გაანადგურა რაიო ვალეკანო.

ეს მეორე შემთხვევაა სეზონში, როცა გიორგიმ კარი მშრალად შეინახა (პირველად, ლას პალმასთან 1:0 დასრულებულ მატჩში). ქართველ გოლკიპერს სამი "სეივი" ჰქონდა, სამივე მეორე ტაიმში - ლორენტეს, კორეას და მორატას დარტყმულები მოიგერია. WhoScored-მა მამარდაშვილს 7.8 ქულა დაუწერა, რაც მატჩში მესამე შედეგია დუბლის ავტორ უგო დუროსა და მესამე გოლის გამტან ხავი გერას შემდეგ. მე-2 ტაიმში გიორგიმ საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა, რის გამოც ყვითელი ბარათი მიიღო.
ვალენსიას 5 მატჩიდან 3 მოგება და 2 მარცხი აქვს და ამ წუთისთვის ლა ლიგის ხუთეულშია 9 ქულით. დიეგო სიმეონეს გუნდს მხოლოდ 7 ქულა აქვს, თუმცა თამაშით ნაკლები აქვს გამართული. 23 სექტემბერს ვალენსია ალმერიას ესტუმრება.
ვალენსია 3:0 ატლეტიკო
გოლები: 1:0 დურო (5), 2:0 დურო (34), 3:0 ხავი გერა (54)
კომენტარები