Thumbnail

ესპანეთის ლა ლიგის მე-5 ტურში ვალენსიამ ატლეტიკოს 3:0 მოუგო, რომელსაც 9-წლიანი პაუზის მერე აჯობა!

მადრიდულ გუნდთან ნანატრი გამარჯვების მთავარი გმირი უგო დურო იყო, რომელმაც პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა, მაგრამ არც გიორგი მამარდაშვილი დარჩენილა პასიური, მან კარი მშრალად შეინახა და 3 დარტყმა მოიგერია. განსაკუთრებით რთული იყო ორი დარტყმა. ესპანურმა მედიამაც გიორგის თამაში მაღალი ქულებით შეაფასა:

AS: "მას საქმე მეორე ტაიმში ჰქონდა, როდესაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კარგი მეკარეა. ორი შესანიშნავი "სეივით" ატლეტიკოს გატანაში ხელი შეუშალა".

Eldesmarque: "მეორე ტაიმში ორი ბრწყინვალე სეივით გუნდის უპირატესობა შეინარჩუნა".

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 5 მატჩში 4 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 2-ჯერ შეინახა.

ვალენსიას 5 მატჩიდან 3 მოგება და 2 მარცხი აქვს და ამ წუთისთვის ლა ლიგის ხუთეულშია 9 ქულით.  დიეგო სიმეონეს გუნდს მხოლოდ 7 ქულა აქვს, თუმცა თამაშით ნაკლები აქვს გამართული. 23 სექტემბერს ვალენსია ალმერიას ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები