Thumbnail
  • თელავი 2:1 დინამო ბათუმი
  • 95-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა მეკარესთან შეჯახებისას მძიმე ტრავმა მიიღო

ეროვნული ლიგა 25-ე ტურით "კავკასიონი არენაზე" განახლდა, სადაც თელავმა გათამაშების ლიდერი დინამო ბათუმი 2:1 დაამარცხა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბათუმელებმა ანდრეი დემჩენკოს ხელმძღვანელობით ქულები დაკარგეს. უკრაინელი სპეციალისტის გუნდმა უკრაინელის გოლის გამო წააგო - 91-ე წუთზე იევჰენ პროტასოვმა შესანიშნავი გოლი გაიტანა ბათუმელთა კარში.

ანგარიში ჰაიტის ნაკრების ფორვარდმა ჟონელ დეზირემ გახსნა მეორე ტაიმის დასაწყისში. 58-ე წუთზე კი ბათუმმა მეკარის წამოწყებული კონტრშეტევით გაათანაბრა, როცა ზარიამ მთელი მოედანი გაირბინა და პაატა ღუდუშაურს ძალიან ლამაზი გოლი გაატანინა. 

სამწუხაროდ, მატჩის 94-ე წუთზე სერიოზული ინციდენტი მოხდა თელაველთა საჯარიმოში, ჯოვინომ მძიმე ტრავმა მიიღო მეკარესთან შეჯახებისას. მას რამდენიმე წუთით მკურნალობდნენ მოედანზე, შემდეგ კი საკაცით გაიყვანეს. 

დინამო ბათუმი ადასტურებს, რომ ჯოვინოს სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მისი ტრავმის სერიოზულობა კი მოგვიანებით დადგინდება. დინამო ბათუმმა ჩემპიონატში მხოლოდ მეორედ წააგო. გუნდს 52 ქულა აქვს და კვლავ პირველია. თელავი 24 ქულით მე-7 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონას შორდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები