Thumbnail
  • ინტერი 5:1 მილანი 
  • ჰენრიხ მხითარიანმა დუბლი შეასრულა და საგოლე პასი გააკეთა

სკუდეტოს ორი ფავორიტის, მილანური დერბი ვერ გამოდგა თანაბარძალოვანი - სიმონე ინძაგის ინტერმა სტეფანო პიოლის მილანი 5:1 გაანადგურა. ეს ამ გუნდების დაპირისპირებაში ზედიზედ მეხუთე შეხვედრაა, რომელსაც ინტერი იგებს, ისტორიაში ასეთი რამ აქამდე არ მომხდარა.

ჰენრიხ მხითარიანმა დერბიში დუბლი შეასრულა და 1 საგოლე პასი გააკეთა, ის საუკეთესო იყო მოედანზე. ინტერს შესანიშნავი სტარტი აქვს - 12 ქულა 4 მატჩიდან და ლიდერია, მილანი 9 ქულით მესამე პოზიციაზეა. ასე რომ, ინძაგის გუნდი ერთადერთია სერია A-ში, რომელსაც ჯერ ქულა არ დაუკარგავს. 

ინტერი 5:1 მილანი

გოლები: 1:0 მხითარიანი (5. დიმარკოს პასით), 2:0 ტიურამი (38. დუმფრისის პასით), 2:1 ლეაო (57. ჟირუს პასით), 3:1 მხითარიანი (69. ლაუტაროს პასით), 4:1 ჩალჰანოღლუ (79-პენ), 5:1 ფრატეზი (93. მხითარიანის პასით).

კომენტარები

ბოლო ამბები