Thumbnail

'საწყისი 4 წუთი ბურთი მარტო ჩვენ გვქონდა' - პიოლი ინტერთან 1:5-ზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

მილანმა სერია A-ს მე-4 ტურში დერბი დელა მადონინა უშანსოდ წააგო - 1:5. "როსონერიმ" მიმდინარე წელს ინტერთან ზედიზედ მე-5 მარცხი განიცადა, რაც რა თქმა უნდა, მილანისთვის სავალალო შედეგია.

მატჩის შემდეგ სტეფანო პიოლი უკმაყოფილო იყო, მაგრამ ერთი უცნაური განცხადება გააკეთა: საწყისი 4 წუთი ბურთს მარტო ჩვენ ვაკონტროლებდითო...

სტეფანო პიოლი {მილანის მწვრთნელი): "გოლების გაშვება იმ მომენტებში, როცა გვეჩვენებოდა, რომ თამაშში დაბრუნება შეგვეძლო, ჩვენი ნაკლი იყო. ასე იყო მთელი თამაში, 2:1-ზე ბრძოლაში ვიყავით და ეს არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ვიმუშავებთ, რომ აღარ განმეორდეს.
უკეთ შეგვეძლო გამოსვლა, ისინი უფრო ჭკვიანები და ეფექტურები იყვნენ. 70 წუთი კარგად ვითამაშეთ, ბოლო 20 წუთის მეორედ ნახვა აღარ მინდა. ინტერმა მოიგო, რადგან ჩვენზე უკეთესი იყო, საწყის 4 წუთში ბურთი მარტო ჩვენ გვქონდა, სამწუხაროა, რომ ყოველთვის თამაშის მიდგომაზე ვსაუბრობთ. არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ გულშემატკივრებისთვის ბოდიში გვაქვს მოსახდელი. თქვენი აზრით, გვინდოდა ინტერისგან 5 გოლის გაშვება და დერბის წაგება? ვწუხვართ, ბოდიში მაშინ უნდა მოიხადო, როცა რაღაცას შეგნებულად არ აკეთებ
".

მილანს 9 ქულა აქვს და სერია A-ში მე-3 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი ვერონას უმასპინძლებს. ინტერი 12 ქულით სატურნიტო ცხრილში ლიდერია.

კომენტარები

ბოლო ამბები