Thumbnail
  • შტურმი 2:2 ზალცბურგი | ოთარ კიტეიშვილის მაგარი მატჩი ავსტრიაში
  • ლიდერთა დაპირისპირება დაძაბული გამოდგა და გუნდებმა ქულები გაიყვეს

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-7 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გრაცის შტურმი ზალცბურგს საკუთარ მოედანზე დაუზავდა (2:2), ოთარ კიტეიშვილმა კი ბრწყინვალე თამაში ჩაატარა.

ლიდერთა მატჩში საუკეთესო ქართველი ლეგიონერი იყო 

ქართველმა ნახევარმცველმა თავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა. გოლსაც ხომ გააჩნია?! 53-ე წუთზე, როდესაც გრაცელები აგებდნენ (0:1), ოთარმა დაახლოებით 30 მეტრიდან ყუმბარისებული დარტყმით გასაოცრად ეფექტური გოლი შეაგდო და წონასწორობა აღადგინა. 10- წუთში კიტემ გოლს საგოლე პასი დაუმატა, როდესაც გატანაში მანპრიტ სარკარიას დაეხმარა. გრაცელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და საბოლოოდ ქულას დასჯერდნენ.

ოთარ კიტეიშვილს ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 7 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ კი საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.შტურმს 17 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, ლიდერი სწორედ ზალცბურგია, რომელსაც 2 ქულით მეტი გააჩნია. გრაცელები 24 სექტემბერს, ვენაში, რაპიდს ესტუმრებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები