Thumbnail

ეროვნული ლიგის 25-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ჩემპიონმა დინამო თბილისმა ტორპედო ქუთაისს უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა. ამგვარად, ანდრეს კარასკოს გუნდმა ხეირიანად ვერ ისარგებლა ბათუმის მარცხით. 

ტაიმის მიწურულს დინამო უსმან კამარამ დააწინაურა, რომელმაც უკვე ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა. მაგრამ 53-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძემ გაათანაბრა. დინამო თბილისი 48 ქულით მე-2 პოზიციაზეა და ლიდერს 4 ქულით ჩამორჩება. ტორპედო 38 ქულით მე-6 პოზიციაზეა. 24 სექტემბერს სუპერდაპირისპირებაა - დინამო ბათუმი დინამო თბილისის წინააღმდეგ. 

დინამო თბილისი 1:1 ტორპედო ქუთაისი

გოლები: 1:0 კამარა (41. სხირტლაძის პასით), 1:1 ბუღრიძე (53. კაბალიეროს პასით).

კომენტარები

ბოლო ამბები