- ჯენოა 2:2 ნაპოლი
- ზედიზედ მეხუთედ და პირველად ისტორიაში - ინტერმა მილანი გაანადგურა
ხვიჩა კვარაცხელიამ 89 წუთი ითამაშა, მაგრამ ჯენოასთან თამაში გოლისა და საგოლე პასის გარეშე დაასრულა. მისმა ნაპოლიმ კი 0:2-ის შემდეგ ქულა გადაარჩინა, რასპადორისა და პოლიტანოს გოლებით. ნაპოლის 7 ქულა აქვს და მეხუთეა ცხრილში, შემდეგ ტურში კი ბოლონიას (24 სექტემბერი) სტუმრობს.

22 წლის ხვიჩა კვარაცხელიას აშკარად ცუდი დროება უდგას - მისმა გუნდებმა (ნაპოლი, საქართველოს ნაკრები) ზედიზედ ოთხ მატჩში ვერ მოიგეს (1 ფრე, 3 მარცხი), თავად კი გოლი 19 მარტის მერე არ გაუტანია. მას მერე, ოფიციალურ შეხვედრებში ხვიჩას ანგარიშზე ერთადერთი საგოლე პასია.
ჯენოასთან თამაშში ხვიჩამ კარისკენ ყველაზე მეტჯერ, 4-ჯერ დაარტყა, აქედან ერთი წავიდა კარში, მაგრამ ისეთი ნელი, რომ მეკარეს ბურთის ხელში აღება არ გასჭირვებია. მას მნიშვნელოვანი პასი არ ჰქონია, მაგრამ 2 საჰაერო დუელი მოიგო და პასების 91% ზუსტი ჰქონდა. ამას დავუმატოთ 1 წარმატებული დრიბლინგი და 3 ჯარიმა მასზე, ორი ჩაჭრა და ერთხელ საკუთარი საჯარიმოდან ბურთის გამოტანა. სტატისტიკის მიხედვით, კვარაცხელიას თამაშს არა უშავდა, ამიტომაც WhoScored-მა მას საკმაოდ კარგი შეფასება დაუწერა - 7.15. ნაპოლიში მეტი მხოლოდ ჟიელინსკის და გოლების ავტორებს ჰქონდათ.
ჯენოა 2:2 ნაპოლი
გოლები: 1:0 ბანი (40. დე ვინტერის პასით), 2:0 რეტეგი (სტროოტმანის პასით), 2:1 რასპადორი (76. კაიუსტი), 2:2 პოლიტანო (84. ჟიელინსკის პასით).
კომენტარები