Thumbnail

'თამაშს იმსახურებდა' - გარსიამ განმარტა, თუ რატომ შეცვალა კვარაცხელია ძერბინით

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ნაპოლიმ სერია A-ს მე-4 ტურში ჯენოას ვერ მოუგო, უფრო მეტიც, ორი გოლი მატჩის მიწურულს გაიტანა და ქულა ძლივს გადაარჩინა.

რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია 89-ე წუთზე ალესიო ძერბინით შეცვალა. ქართველ ფეხბურთელს მოედანი ბედნიერი ნამდვილად არ დაუტოვებია, გაბრაზებული იყო, რაც ტელეკამერებმაც დააფიქსირა. ფრანგმა სპეციალისტმა კი მის შეცვლაზე ტელეკომპანია DAZN-თან ისაუბრა:

"ალესიო რამდენიმე წუთით თამაშს იმსახურებდა. იმედი მქონდა, რომ შეძლებდა თამაშში განსხვავების შექმნას, რადგან სეზონის დასაწყისიდან ძალიან ბევრს მუშაობდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია დავინახო, ვინ ვარჯიშობს კარგად, რათა სათამაშო დრო მიიღონ. ლაციოსთან მატჩისგან საპირისპიროდ, როცა არც ერთ ცვლილებას არაფერი მოუტანია, ამჯერად, ცვლილებებმა რაღაც ახალი მოიტანა თამაშში, სათადარიგო სკამიდან შუქი მოვიდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ 20 დღეში 6 მატჩი გველოდება", - თქვა გარსიამ კვარაცხელია-ძერბინის ცვლილებაზე.

ნაპოლიმ და კვარამ სეზონი იდეალურად ვერ დაიწყეს

მან თამაშიც შეაფასა: "კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ დიდი გუნდის რეაქცია გამოვავლინეთ. ორი გოლი სტანდარტული ვითარებიდან გავუშვით, რაც ყურადღებისა და კონცენტრაციის ნაკლებობის სიმპტომია. ბოლო ნახევარი საათი სხვა თამაში ვნახეთ, გარდამტეხი იყო სათადარიგო სკამი, ბიჭებმა, რომლებიც შეცვლაზე შევიდნენ, თამაში გაანათეს და გავათანაბრეთ, რაც ჩვენს ღირებულებებზე მიანიშნებს. თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება - ორი ქულა დავკარგეთ".

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი სერია A-ში 7 ქულით მე-4 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 20 სექტემბერს, სტუმრად ბრაგასთან ჩაატარებს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები