Thumbnail
  • ატლანტა იუნაიტედი 5:2 ინტერ მაიამი
  • საბა ლობჟანიძემ ინტერ მაიამისთან მატჩში 2 საგოლე პასი გააკეთა

საბა ლობჟანიძემ MLS-ში მე-4 მატჩი ინტერ მაიამის წინააღმდეგ ჩაატარა და შეხვედრაში თავი 2 საგოლე პასით გამოიჩინა, მისმა გუნდმა, კი ფლორიდელები 5:2 დაამარცხა. 

აღსანიშნავია, რომ ინტერ მაიამიმ  გუნდში ლიონელ მესის, სერხიო ბუსკეტსისა და ჟორდი ალბას მისვლის შემდეგ პირველად წააგო. ატლანტა იუნაიტედთან მატჩი მესიმ და ალბამ გამოტოვეს, ბუსკეტსმა, კი მოედანზე 90 წუთი გაატარა.

რაც შეეხება საბა ლობჟანიძეს, ქართველი გარემარბი მინდორზე 74-ე წუთზე შევიდა და 2 წუთში საგოლე პასი გეორგიუს იაკუმაკის გაუკეთა. 89-ე წუთზე საბამ მეტოქის მცველის პასის მოედნის ცენტრში ჩაჭრა და მისი პასის შემდეგ ახალგაზრდა ტაილერ ვოლფმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

ლობჟანიძემ MLS-ში უკვე 4 შეხვედრა გამართა და მის ანგარიშზე 2 გოლთან ერთად 2 საგოლე პასია. ატლანტა იუნაიტედს ჩემპიონატის რეგულარული სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე 45 ქულა აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს. ქართველის გუნდი მომავალ მატჩს ვაშინგტონში, დი სი იუნაიტედის წინააღმდეგ 21 სექტემბრის გამთენიისას ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები