- რომან კოპილოვმა ჯოშ ფრემდი ნოკაუტით დაამარცხა
- რუსს მოგების შემდეგ რომან დოლიძესთან ჩხუბი მოუნდა
UFC-ის საშუალო წონის მებრძოლმა რომან კოპილოვმა (12-2) განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ორგანიზაცია ჩხუბს დივიზიონის რეიტინგის მე-7 ნომერ რომან დოლიძესთან (12-2) ჩაუნიშნავდა.
კოპილოვმა, დღეს, 17 სექტემბერს ჯოშ ფრემდი (11-5) ნოკაუტით დაამარცხა, რაც რუსი სპორტსმენისთვის ზედიზედ მე-4 ფინიში იყო. წინა ჩხუბის შემდეგ რომანმა შონ სტრიკლენდი (28-5) გამოიწვია, ამჟამად დოლიძეზე დასმულ კითხვას უპასუხა.
"თუ ორგანიზაციისთვის ჩემი და რომან დოლიძის ბრძოლა საინტერესო იქნება, მაშინ ფანებს გავახარებთ. რეიტინგში რომელ პოზიციას იკავებს დოლიძე? მეშვიდეს?! ეს ბრწყინვალე იქნება," - თქვა რუსმა.
კოპილოვი 32 წლისაა და UFC-ში 6 მატჩი აქვს გამართული, აქედან პირველში კარლ რობინსონთან (9-6) დანებებით წააგო, ხოლო ჩეჩენმა ალბერტ დურაევმა (16-5) მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია. მას შემდეგ რუსმა სპორტსმენმა ზედიზედ 4 ბრძოლა ნოკაუტით მოიგო, თუმცა UFC-ის საშუალო წონის ტოპ 15-ში ჯერ არ არის.
რომან დოლიძეს დერეკ ბრანსონთან (23-9) ოქტომბერში უნდა ეჩხუბა, თუმცა ამერიკელმა UFC საერთოდ დატოვა. ქართველს ახალი მეტოქე სჭირდება და "კავკასიელმა" ჯარედ კანონიერი (17-6) და რობერტ უიტეკერი (24-7) გამოიწვია. ავსტრალიელისთვის დოლიძესთან ბრძოლა რეალური ვარიანტი ჩანს და შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა რომანი რუსთან მატჩს დათანხმდეს.
კომენტარები