- Gazzetta Dello Sport-მა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ორიგინალურად შეაფასა
- 'თამაშს იმსახურებდა' - გარსიამ განმარტა, თუ რატომ შეცვალა კვარაცხელია ძერბინით
ხვიჩა კვარაცხელიამ ღია თამაშიდან (სტანდარტულის გარეშე) ბოლო გოლი ბერგამოს ატალანტას მარტში გაუტანა, სწორედ ამ გოლის შემდეგ მის კისერზე ჩანდა გამობერილი ძარღვი, რაზეც მაშინ ლუჩანო სპალეტიმ საჯაროდაც ისაუბრა და ამას დიდი ყურადღება დაუთმო.
ახლა კი, როცა ხვიჩას მშრალი სერია აქვს და ნეაპოლურ კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი უდგას, "გაძეტა დელო სპორტმა" სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც ჯენოა-ნაპოლის მატჩის შემდეგ ფეხბურთელების თამაში შეაფასა: "ცნობილი გამობერილი ძარღვი, რაც სპალეტის უყვარდა, აღარ ჩანს, ისევე, როგორც მისი მაგია. თუმცა, ორი მეტოქის "გაყვითლებას" ახერხებს".
ხვიჩა კვარაცხელიას 19 მარტის შემდეგ უგოლო სერია აქვს. მან მიმდინარე სეზონში სერია A-ს სამ მატჩში 1 საგოლე პასი მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი სერია A-ში 7 ქულით მე-4 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 20 სექტემბერს, სტუმრად ბრაგასთან ჩაატარებს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დაუპირისპირდება.
კომენტარები