Thumbnail
  • კარლოსმა ნორისს მხოლოდ 0.812 წამით გაასწრო
  • პოდიუმზე ლუის ჰემილტონიც ავიდა

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, მაქს ფერსტაპენმა სინგაპურის გრანპრიზე გამარჯვება ვერ მოახერხა. მეტიც: ნიდერლანდელი პილოტი პოდიუმზეც ვერ ავიდა და ეს ვერც რედ ბულის მეორე მრბოლელმა, სერხიო პერესმა მოახერხა. ეს კი, რა თქმა უნდა, კვალიფიკაციის გამო მოხდა, რომლის შემდეგაც მაქსმა რბოლა მე-11 პოულ-პოზიციიდან დაიწყო, ჩეკომ კი მე-14-დან.

მიმდინარე სეზონის მე-15 რბოლა ფერარის ესპანელმა პილოტმა, კარლოს საინსმა მოიგო, მან ეს კარიერაში მეორედ მოახერხა. სინგაპურის გრანპრი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, რაზეც შედეგები მეტყველებს - საინსმა მეორეზე გასულ ლანდო ნორისს მხოლოდ 0.812 წამით გაასწრო, პოდუიმზე ასევე ლუის ჰემილტონი ავიდა. აღსანიშნავია, რომ მე-3 ადგილზე ბოლო წრემდე ჯორჯ რასელი იმყოფებოდა, მაგრამ შეჯახების შემდეგ რბოლას გამოეთიშა. მე-4 ადგილი ფერარის მეორე მრბოლელმა, შარლ ლეკლერმა დაიკავა, მე-5 ადგილზე კი ფერსტაპენი გავიდა.

2023 წელს სინგაპურის გრანპრიმდე 14-დან 14 რბოლა რედ ბულს ჰქონდა მოგებული, აქედან 12 კი მაქს ფერსტაპენის ანგარიშზე იყო. აქვე უნდა ითქვას, რომ წინა გრანპრიზე, მონცაში რედ ბულმა ზედიზედ მე-15 გამარჯვება მოახერხა, ფერსტაპენმა კი ზედიზედ მე-10, რაც რეკორდი იყო - დღეს კი ეს სერია შეწყდა.

საინსმა ნორისს 0.812 წამით გაასწრო


საერთო ჩათვლა - TOP 10

1. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) - 374 ქულა
2. სერხიო პერესი (რედ ბული) - 223
3. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) - 180
4. ფერნანდო ალონსო (ასტონ მარტინი) - 170
5. კარლოს საინსი (ფერარი) - 142
6. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 123
7. ჯორჯ რასელი (მერსედესი) - 109
8. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 97
9. ლენს სტროლი (ასტონ მარტინი) - 47
10. პიერ გასლი (ალპინ რენო) - 45

კონსტრუქტორთა თასი

1. რედ ბული - 597
2. მერსედესი - 289
3. ფერარი - 265
4. ასტონ მარტინი - 217
5. მაკლარენი - 139
6. ალპინ რენო - 81
7. უილიამსი - 21
8. ჰაასი - 12
9. ალფა რომეო - 10
10. ალფა ტაური - 5

კომენტარები

ბოლო ამბები