Thumbnail

სამგურალმა მოუგებელი სერია შეწყვიტა, სამტრედიამ შუქურას სძლია

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • სამგურალი 1:0 საბურთალო
  • სამტრედია 4:2 შუქურა

დღეს, 17 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ლიგის 25-ე ტურის დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა. წყალტუბოს სამგურალმა თბილისის საბურთალოს ზესტაფონში, "დავით აბაშიძეზე" უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0. სამტრედიამ საკუთარ მოედანზე ქობულეთის შუქურა მიიღო და სტუმრებს 4:2 სძლია. 

სამგურალს ეროვნულ ლიგაში ზედიზედ 5 მატჩი არ ჰქონდა მოგებული და გიორგი ჭელიძის გუნდმა წარუმატებელი სერია შეწყვიტა. საბურთალოსთან შეხვედრაში ერთადერთი გოლი შარბელ გომესმა 36-ე წუთზე გაიტანა. ამ მოგების შემდეგ წყალტუბოელებმა 42 ქულა დააგროვეს და ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე არიან. საბურთალოს 45 ქულა დარჩა და საქართველოს უმაღლეს ლიგაში მესამე პოზიციას იკავებს. 

4 მატჩამდე გაზარდა საკუთარი წაუგებელი სერია სამტრედიამ. დიმიტარ კაპინოვსკის ფეხბურთელებმა ჩემპიონატის აუტსაიდერ შუქურას სძლიეს. მასპინძელთა რიგებში გოლები დავით უბილავამ, ალეკსანდარ მიშოვმა, ზვიად ნაჭყებიამ და რევაზ ინჯგიამ გაიტანეს, სტუმართა მხრიდან თავი დავით მუჯირმა და გიორგი გოგოლაშვილმა გამოიჩინეს. ამ მოგებით სამტრედიამ 19 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში გაგრასთან ერთად მერვე-მეცხრე ადგილებს იყოფს, შუქურა, კი 7 ქულით ბოლო, მეათე ადგილზეა.

სამგურალი 1:0 საბურთალო

გოლი: 1:0 შარბელ გომესი (36);

სამტრედია 4:2 შუქურა

გოლები: 1:0 უბილავა (4), 1:1 მუჯირი (6), 2:1 მიშოვი (47), 2:2 გოგოლაშვილი (64), 3:2 ნაჭყებია (80), 4:2 ინჯგია (90+5)

კომენტარები

ბოლო ამბები