Thumbnail

საქართველოს პირველი მედალი - შოთა ფარტენაძის ბრინჯაო მსოფლიოს ჩემპიონატზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს პირველი მედალი შოთა ფარტენაძემ მოუტანა.

61 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ფალავანმა ჯერ კიდევ გუშინ, ანდრე ბეკრენუ (5:0) და ჯაჰონგირმირზა ტურუბოვი (5:3) დაამარცხა, თუმცა, ნახევარფინალში აბასგაჯი მაგომედოვთან შანსი არ ჰქონია (0:10) და ფინალში ვერ გავიდა. სამაგიეროდ, დღეს ბრინჯაოსთვის უკრაინელ ვალენტინ ბლიასეცკის დაძაბულ ბრძოლაში აჯობა (5:5). ქართველმა 4-ქულიანი გდება მიითვალა და გამარჯვებაც მას ერგო. ფარტენაძემ მიმდინარე წელს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე მოახერხა ბრინჯაოს მედლების მოპოვება.

შოთა ფარტენაძის გამარჯვება ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on კვირა, 17 სექტემბერი, 2023


შეგახსენებთ, რომ დღეს, ფინალში გავიდა ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ), ბრინჯაოს მედლისთვის კი მირიან მაისურაძე (92 კგ) იჭიდავებს. ორივეს ფინალურ ბლოკში ბრძოლა 18 სექტემბერს მოუწევს. დღეს კი, ფინალში იასპარეზებს გენო პეტრიაშვილი (+125 კგ).

კომენტარები

ბოლო ამბები