- ფრანჩესკო გრაციანის კომენტარი ნაპოლისა და რუდი გარსიაზე
- 'გამობერილი ძარღვი, რომელიც აღარ ჩანს' - GAZZETTA კვარაცხელიაზე
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, ფრანჩესკო გრაციანიმ ჯენოასთან ნაპოლის თამაში შეაფასა. ის ფიქრობს, რომ გუნდმა დაკარგა ის ენთუზიაზმი, რაც წინა სეზონში ჰქონდა, რადგან ფეხბურთელები შიმშილის გრძნობას აღარ განიცდიან.
"ნაპოლიზე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი თავიანთ პოტენციალში დარწმუნებული აღარ არიან და მათი მუცლები სავსეა. დაკარგეს გასული სეზონის ენთუზიაზმი. შარშან მთელი გუნდი პრისინგზე თამაშობდა, წელს ამას არავინ აკეთებს და ასე გაგრძელება არ შეიძლება", - თქვა გრაციანიმ, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლაზეც გააკეთა კომენტარი და ქართველის პოზიცია დაიკავა:
"ქართველი მართალია. რა ჰქონდა გონებაში გარსიას? ძერბინს 3 წუთში რისი გაკეთება შეეძლო? ეს იყო ულოგიკო ნაბიჯი. მან ასევე შეცვალა ლობოტკა, ფეხბურთელები, რომლებიც შარშან სიცხიანებიც თამაშობდნენ".
ხვიჩა კვარაცხელიას 19 მარტის შემდეგ უგოლო სერია აქვს. მან მიმდინარე სეზონში სერია A-ს სამ მატჩში 1 საგოლე პასი მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი სერია A-ში 7 ქულით მე-4 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 20 სექტემბერს, სტუმრად ბრაგასთან ჩაატარებს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დაუპირისპირდება.
კომენტარები