- პაოლო ბარჯიჯამ ნაპოლი და რუდი გარსია გააკრიტიკა
- გრაციანი: რაზე ფიქრობდა გარსია?! კვარაცხელია მართალია
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი პაოლო ბარჯიჯა ნაპოლის სეზონის სტარტს გამოეხმაურა და კლუბი გააკრიტიკა, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიასთან მიმართებაში რუდი გარსიას გადაწყვეტილებებიც, რომელიც ქართველ ფეხბურთელს ჯერჯერობით, ბოლომდე არ ენდობა.
"სეზონის დასაწყისიდან ვამბობ, რომ ეს ნაპოლი წინა სეზონთან შედარებით სუსტია. მოვიდა მწვრთნელი, რომელიც მეხუთე-მეექვსე არჩევანი იყო, კიმი ადეკვატურად არ შეცვალეს და არც ნდომბელე. კვარასთან გარსიას მიდგომა აბსურდულია! მე ყოველთვის წინასწარ ვლაპარაკობ და არა შემდეგ", - დაწერა ბარჯიჯამ ტვიტერში.
ხვიჩა კვარაცხელიას 19 მარტის შემდეგ უგოლო სერია აქვს. მან მიმდინარე სეზონში სერია A-ს სამ მატჩში 1 საგოლე პასი მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი სერია A-ში 7 ქულით მე-4 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 20 სექტემბერს, სტუმრად ბრაგასთან ჩაატარებს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დაუპირისპირდება.
კომენტარები