Thumbnail

ნაპოლის ყოფილ ფეხბურთელ ემანუელე კალაიოს ხვიჩა კვარაცხელიას ჟესტი, როდესაც ჯენოასთან შეცვალეს, არ მოეწონა. მისთვის რუდი გარსიას გადაწყვეტილება კვარა ალესიო ძერბინით შეეცვალა, გაუგებარია, მაგრამ ფიქრობს, რომ ქართველის ჟესტი არაპროფესიონალური იყო...

"ეს ჟესტი არ იყო პროფესიონალური, შენ უკვე გამოიმუშავებ ბევრ ფულს, მოედანზე შედის შენი ერთ-ერთი თანაგუნდელი, ამიტომ პატივი უნდა სცე მას და მწვრთნელს. თუმცა, მეორე მხრივ - ანგარიში 2:2-ია, 4 წუთი გრჩება და კვარა არის მოთამაშე, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია რაღაცის გაკეთება, თუნდაც პენალტის მოპოვება, ამ დროს ძერბინის გამოყვანას, რომელსაც არასდროს უთამაშია, რა აზრი აქვს?", - აღნიშნა კალაიომ.

ხვიჩა კვარაცხელიას 19 მარტის შემდეგ უგოლო სერია აქვს. მან მიმდინარე სეზონში სერია A-ს სამ მატჩში 1 საგოლე პასი მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი სერია A-ში 7 ქულით მე-4 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 20 სექტემბერს, სტუმრად ბრაგასთან ჩაატარებს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები