- სერხიო რამოსი სევილიაში ხელმეორე დებიუტით კმაყოფილია
- ფანებმა მას კარგი დახვედრად მოუწყვეს და გუნდმა 3 ქულაც აიღთო
სევილიაში დაბრუნებული სერხიო რამოსი მშობლიურ კლუბში ხელმეორე დებიუტით ძალიან ბედნიერია. ვეტერანმა ესპანელმა მცველმა ლას პალმასთან მატჩის (1:0) შემდეგ განაცხადა, რომ ბევრი რამის მიუხედავად, პუბლიკის ასეთ დახვედრას არ ელოდა.
“იმდენ ემოციას ვგრძნობ, ამ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა ძალიან მიჭირს. დაუჯერებელი საღამო გამოვიდა. გარკვეული ეჭვები მქონდა, მაგრამ ისეთი დახვედრა მომიწყვეს, რომ ამ ემოციებს საფლავში ჩავიტან. შემიძლია, ბედნიერი მოვკვდე,” - ასეთი, პათოსით აღსავსე კომენტარი გააკეთა 37 წლის რამოსმა მატჩის შემდეგ.

საწყის სამ ტურში სამივე მატჩის წაგების შემდეგ სევილიასთვის ეს ესპანეთის ახალ ჩემპიონატში პირველი გამარჯვება გახლდათ. “სახლში გამარჯვებით და კარის მშრალად შენახვით დაბრუნება ორმაგად გემრიელია. 6 595 დღის შემდეგ ისევ ვიგრძენი “რამოს სანჩეს პისხუანის” პუბლიკის შესანიშნავი მხარდაჭერა და ეს განუმეორებელი განცდაა. ასე გავაგრძელოთ!” - დაპოსტა რაპოსმა სოციალურ ქსელებში.

სერხიო რამოსი თავის მშობლიურ სევილიას 18 წლის შემდეგ დაუბრუნდა. რეალ მადრიდის ლეგენდარულმა მცველმა, რომელიც ბოლოს პარი სენ-ჟერმენში თამაშობდა, ანდალუსიელებთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი ხელმეორე დებიუტის წინ სევილიის ფანთა გარკვეული ჯგუფი რამოსს მკაცრად აკრიტიკებდა, რადგან თავის დროზე მისმა ტრანსფერმა რეალში სევილიელი ქომაგები ძალიან გააბრაზა.
კომენტარები