- ქართველ მოჭიდავეს ნაწლავი გაუსკდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა
- საქართველოს პირველი მედალი - შოთა ფარტენაძის ბრინჯაო მსოფლიოს ჩემპიონატზე
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრს შოთა ფარტენაძეს (61 კგ.) სერბეთის დედაქალაქ ბელრადში სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს და ექიმების განცხადებით, კლინიკაში დარჩენა მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში მოუწევს.

ფარტენაძე შეუძლოდ გუშინ გახდა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატზე დასკვნითი ორთაბრძოლა ჩაატარა, ორიოდ წუთში კი მუცლის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო და დარბაზიდან გასვლა ვეღარ მოახერხა.
საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა დახმარებისთვის ადგილობრივ სამედიცინო პერსონალს მიმართა და მათაც, პირველადი ზომები მიიღეს, შემდეგ კი, მოჭიდავე კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოკვლევამ აჩვენა, რომ ფარტენაძეს ნაწლავი ჰქონდა გამსკდარი და როგორც აღვნიშნეთ, გადაუდებელი ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა.
შეგახსენებთ, რომ შოთამ ქართულ დელეგაციას სერბეთში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე პირველი მედალი მოუტანა. მან რეპეშაჟის გადამწყვეტ ორთაბრძოლაში უკრაინელ მეტოქეს სძლია და ევროპის ჩემპიონატის მსგავსად, მსოფლიოზეც ბრინჯაოს მფლობელი გახდა.
მოგვიანებით, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ვერცხლის მედალი შესიძინა გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.). ბელგრადში ტურნირი გრძელდება და ქართველ ფალავნებს მედლების აღების შანსი კიდევ აქვთ.
კომენტარები