- FC 24-ში ყველა ქართველი ფეხბურთელის რეიტინგი ცნობილია
- კვარას მონაცემები წინა წელთან შედარებით 12 პუნქტით გაიზარდა
- ახალი ლიგები და ტურნირები - რას უნდა ველოდოთ EA SPORTS FC 24-ში
FC 24-ში უკვე ყველა ფეხბურთელის რეიტინგი გამოქვეყნდა. თამაშში ყველაზე მაღალი შეფასება კილიან მბაპემ, ერლინგ ჰაალანდმა და კევინ დე ბრუინმა მიიღეს - 91. ლიონელ მესის რეიტინგი 90 იქნება, ხოლო კრიშტიანო რონალდოს ბოლო 14 წელში ყველაზე დაბალი მონაცემები აქვს - 86.
რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელებს: FC 24-ში წინა წლის მსგავსად სულ 25 ქართველი მოთამაშე იქნება წარმოდგენილი, მათგან ყველაზე მაღალი რეიტინგი ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო - 86. აღსანიშნავია, რომ ბოლოს პოპულარულ სიმულატორში იდენტური რეიტინგი კახა კალაძეს ჰქონდა. FIFA 07-ში მილანის მცველის მონაცემები ასევე 86-ით შეფასდა. ამაზე მაღალი რეიტინგი არცერთ ქართველ ფეხბურთელს არ ჰქონია.

წელს კვარას განვითარების პოტენციალი საკმაოდ მაღალი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ნაპოლის ქართველი ლიდერი თამაშს გააუმჯობესებს, ეს საფეხბურთო სიმულატორის განახლებებზეც აისახება. 80-მდე გაიზარდა ვალენსიას ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის რეიტინგი, ხოლო აიაქსში ახლადგადასულ გიორგი მიქაუტაძეს EA-მ 74-იანი რეიტინგი მიანიჭა.
საფეხბურთო სიმულატორში მონაცემები ყველაზე მეტად შემდეგ ფეხბურთელებს მოემატათ: ხვიჩა კვარაცხელია (+12), გიორგი მიქაუტაძე (+5), გიორგი მამარდაშვილი (+3) და ვაკო ყაზაიშვილი (+3). სხვა მოთამაშეების რეიტინგები, თითქმის უცვლელია. რაკი FC 24-ში საქართველოს ნაკრები არ დაუმატებიათ, ქართველი ფეხბურთელების ხილვას თამაშის ყველაზე პოპულარულ რეჟიმებში - ULTIMATE TEAM-სა და Career mode-ში შეძლებთ.
FC 24-ში ქართველი ფეხბურთელების რეიტინგები:
ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) - 86
გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) - 80
ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი) - 75
გიორგი მიქაუტაძე (აიაქსი) - 74
გიორგი ქვილითაია (აპოელ) - 73
დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი) - 72
ოთარ კიტეიშვილი (შტურმი) - 71
საბა კვერკველია (ალ ოხდუდი) - 71
საბა ლობჟანიძე (ატლანტა) - 70
გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი) - 69
ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე) - 69
ლაშა დვალი (აპოელ) - 68
ბექა მიქელთაძე (გვანჯუ) - 68
გიორგი აბურჯანია (ჰატაისპორი) - 67
გიორგი ბერიძე (ქოჯაელისპორი) - 67
გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე) - 67
ნიკა კვეკვესკირი (ლეხი) - 67
გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი) - 66
ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია) - 66
ნიკოლოზ ნინუა (პაოკი) - 66
სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი) - 65
ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე) - 65
თორნიკე გაფრინდაშვილი (ზაგლებიე) - 63
ნიკოლოზ ქუთათელაძე (ნიჟნი ნოვგოროდი) - 60
ირაკლი ეგოიანი (ტვენტე) - 60
კომენტარები