Thumbnail
  • სლოვანი დუნაისკა სტრედასთან 1:3 დამარცხდა
  • ვლადიმირ ვაისმა ჯაბა კანკავა თანაგუნდელებისგან გამოარჩია

სლოვაკეთის ჩემპიონატში ბრატისლავის სლოვანი სტუმრად დუნაისკა სტრედასთან 1:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა ჯაბა კანკავაზე ისაუბრა და მას გამორჩეული ფეხბურთელი უწოდა.

სლოვაკი სპეციალისტის აზრით, ნორმალური ვერ იქნება ის ფაქტი, რომ სლოვანის საუკეთესო ფეხბურთელი ისევ კანკავაა, რომელიც უკვე 37 წლისაა.

"სახელებს არ დავასახელებ, შეცდომას ყველა უშვებს, მაგრამ ჩვენ ორთაბრძოლებში უბრალოდ ვაგვიანებთ. ასე ვიტყვი, ნორმალური არ არის, რომ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი ისევ ჯაბა კანკავაა. ის გულით და ემოციით თამაშობს. მას გამოვყოფ, რადგან ამას იმსახურებს. წარმოუდგენელია, როგორ იბრძვის კლუბისთვის და ჩემთვის. თუმცა, თუ უმრავლესობა მისნაირად არ ითამაშებს, დავმარცხდებით", - თქვა ვაისმა.

ბრატისლავის სლოვანმა სლოვაკეთის ჩემპიონატში ცუდი სტარტი აიღო. 5 მატჩში მხოლოდ 8 ქულა აქვს მოპოვებული და ლიდერ ტრენჩინს 8 ქულით ჩამორჩება, თუმცა ვაისის გუნდს 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები