- დავიდე ბალარდინის კრემონეზეში სამსახური დაატოვებინეს
- კრემონეზემ სერია B-ს 5 ტურში მხოლოდ 5 ქულა მოიპოვა
კრემონეზედან, სადაც ლუკა ლოჩოშვილი თამაშობს, მთავარი მწვრთნელი დავიდე ბალარდინი გაათავისუფლეს. შესაბამისად, ქართველ მცველს ახალი მწვრთნელი ეყოლება, რომლის ვინაობა ჯერ უცნობია.
თუმცა, იტალიური მედია წერს, რომ პრაქტიკულად გადაწყვეტილია ჯოვანი სტროპას დანიშვნა, რომელიც ბოლოს მონცაში მუშაობდა.
ბალარდინი კრემონეზეს მიმდინარე წლის იანვრიდან ავარჯიშებდა. სერია B-ს 5 ტურში კრემონელებმა 5 ქულა მოიპოვეს (1 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება), რაც კლუბის ხელმძღვანელობისთვის მიუღებელი შედეგი აღმოჩნდა.
ლუკა ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში 3 მატჩი ჩაატარა შეუცვლელად. კრემონეზე უახლოეს ტურში 23 სექტემბერს, ასკოლის უმასპინძლებს.
კომენტარები