- დერეკ ბრანსონი რომან დოლიძესთან ჩხუბს ჩაეხსნა
- ქართველი მებრძოლი ახალ მეტოქეს ელოდება
UFC-ის საშუალო წონის მებრძოლმა რომან დოლიძემ (12-2) იუთუბის საკუთარ არხზე მომავალ მეტოქეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ორგანიზაცია მის მოწინააღმდეგეებად ჯარედ კანონიერსა და რობერტ უიტეკერს განიხილავს.
რომანს ჩხუბი დერეკ ბრანსონთან უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ვეტერანმა ამერიკელმა მატჩამდე ერთი თვით ადრე UFC საერთოდ დატოვა. ქართველი სპორტსმენის თქმით, ორივე მებრძოლთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ჯერ გარკვეული არაფერია.
"UFC-მ რობერტ უიტეკერისა და ჯარედ კანონიერის ვარიანტები შემომთავაზა. ავსტრალიელს მომავალ წლამდე ჩხუბი არ სურს, "ქილა გორილას" პასუხის შესახებ არაფერი ვიცი. მოლაპარაკებები ორივე სპორტსმენთან მიმდინარეობს და ვნახოთ რა გამოვა. თუ კანონიერი მატჩს დათანხმდა, ჩხუბი წელს შედგება, თუ არა, ყველაფერი მაინც მალე უნდა გაირკვეს. რას ვიზამ, ბრანსონმა დრო დამაკარგვინა, ვერ მივხვდი რატომ მოაწერა კონტრაქტს ხელი, თუ ორგანიზაციიდან წასვლას აპირებდა," - განაცხადა დოლიძემ.
რომან დოლიძე UFC-ის საშუალო წონის რეიტინგში მე-7 ადგილზეა. ბოლო მატჩში ქართველი მარვინ ვეტორისთან საკამათოდ დამარცხდა, თუმცა კარგი ჩხუბის გამო ორგანიზაცია მაინც რეიტინგში მის წინ მდგომ სპორტსმენებს სთავაზობს.
კომენტარები