- ვასილი მიხაილოვმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
- უკრაინელმა რუს ახმედ უსმანოვთან საერთო ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა
უკრაინელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვასილ მიხალოვმა მსოფლიოს ჩემპიონატის დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ რუსეთის წარმომადგენელ (ნეიტრალური დროშით მოასპარეზე) ახმედ უსმანოვთან ერთად საერთო ფოტო არ გადაიღო.
მიხაილოვმა 79 კგ წონით კატეგორიაში ბელგრადში მიმდინარე თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონი ახმედ უსმანოვი გახდა, რომელმაც ფინალში ვლადიმერ გამყრელიძეს აჯობა. უკრაინელთან ერთად მესამე ადგილი ირანელმა მოჰამად ნოჰოდილარიმიმ დაიკავა.
დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ უსმანოვმა, ნოჰოდილარიმიმ და გამყრელიძემ საერთო ფოტო გადაიღეს, მიხაილოვმა, კი პროტესტის ნიშნად, რუს მოჭიდავესთან ერთად სურათის გადაღებაზე უარი განაცხადა.
მოგეხსენებათ, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ მათი ეგიდით გამართულ ტურნირებზე რუსი სპორტსმენები დაუშვა, ოღონდ ნეიტრალური, თეთრი დროშით. უკრაინელები ფედერაციის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და სპორტის სხვადასხვა სახეობაში აგრესორი ქვეყნის წარმომადგენელ ათლეტებთან ერთად მონაწილეობაზე უარიც განაცხადეს.
კომენტარები