Thumbnail
  • დღეს გიორგი გველესიანის პერსეპოლისი კრიშტიანო რონალდოს ალ-ნასრს ეთამაშება
  • ირანში რონალდოს ასობით ფანი დახვდა - ისინი სასტუმროშიც შეიჭრნენ

საუდის არაბეთში გადასვლის შემდეგ კრიშტიანო რონალდო დიდი საფეხბურთო სცენიდან თითქოს გაქრა და ალ-ნასრში თამაშობს, მაგრამ ეს კადრები და სცენები აჩვენებს, ჯერ კიდევ რამხელა მნიშვნელობა აქვს 38 წლის პორტუგალიელს.

დღეს, რონალდოს გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგაში გიორგი გველესიანის ირანულ პერსეპოლისს სტუმრად ეთამაშება (თბილისის დროით 22:00) და ირანში ეს ორი დღეა, უდიდესი რონალდო-მანიაა.

“რონალდო-ქაოსი” ჯერ კიდევ ორშაბათს დაიწყო, როცა თეირანის სასტუმროსთან კრიშტიანოს ფანების არმია ელოდებოდა - ასობით გულშემატკივარზეა ლაპარაკი. მოგვიანებით ისინი სასტუმროში შეიჭრნენ და “რონალდო, რონალდოს” სკანდირებდნენ. კრიშტიანო ამ ყველაფერს ღიმილით შეხვდა - სადაც გამოჩნდა, ყველგან იღიმებოდა. ალ-ნასრს სასტუმროში მთელი სართული ჰქონდა დაჯავშნილი, რონალდოსთვის კი საუკეთესო ლუქს-ნომერია განკუთვნილი.

პერსეპოლისის ხელმძღვანელობა რონალდოს აეროპორტშივე მიეგება და პატივისცემის ნიშნად ტრადიციული ხალიჩა გადასცა. გარდა ამისა, რონალდოს და მის თანაგუნდელებს სპეციალური SIM-ბარათებიც აჩუქეს, რათა მათ ირანში ყოფნისას ინტერნეტზე შეუზღუდავი წვდომა ჰქონდეთ. როგორც იცით, ირანის მოსახლეობისთვის უამრავი შეზღუდვა არსებობს და მათ შორისაა ინტერნეტ-შეზღუდვებიც. აღსანიშნავია, რომ მატჩი დღეს ცარიელი ტრიბუნების ფონზე გაიმართება, რადგან პერსეპოლისის არენა დისკვალიფიცირებულია.

ალ-ნასრი პირველი საუდური კლუბია ბოლო 7 წელიწადში, რომელიც ირანში ჩავიდა. ქვეყნებს შორის დაძაბული ურთიერთობა მარტში დადებული ხელშეკრულებით განიმუხტა.

კომენტარები

ბოლო ამბები