- მსოფლიოს ჩემპიონატი სტარტს 21 სექტემბერს აიღებს
- საქართველოს წარმომადგენელი ათივე წონაში ეყოლება
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში იმყოფება და 21 სექტემბრიდან მსოფლიოს ჩემპიონატში ჩაებმება.
როგორც მოსალოდნელი გახლდათ, საქართველოს წარმომადგენელი ათივე წონით კატეგორიაში ეყოლება. ბელგრადში ხალიჩაზე გავლენ:
ნუგზარ წურწუმია (55 კგ.), ფრიდონ აბულაძე (60 კგ.), ლერი აბულაძე (63 კგ.), ჯონი ხეცურიანი (67 კგ.), რამაზ ზოიძე (72 კგ.), იური ლომაძე (77 კგ.), გელა ბოლქვაძე (82 კგ.), ლაშა გობაძე (87 კგ.), გიორგი მელია (97 კგ.), იაკობ ქაჯაია (130 კგ.).
მსოფლიოს პირველობას შარშანაც ბელგრადმა უმასპინძლა და მაშინ ქართული დელეგაციის მონაგარი 2 ვერცხლის მედალი იყო. 2022 წელს ფინალები ნუგზარ წურწუმიამა (55 კგ.) და ლერი აბულაძემ (63 კგ.) წააგეს.
შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში სერბეთი თავისუფალი სტილთ მოჭიდავეთა მსოფლიოს პირველობას მასპინძლობს, სადაც საქართველოს ნაკრებს 3 მედალი აქვს მოპოვებული: ვლადიმერ გამყრელიძემა (79 კგ.) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.) ვერცხლის მედლები აიღეს, ხოლო შოთა ფარტენაძემ (61 კგ.) – ბრინჯაოსი.
დღეს კვარცხლბეკზე ასვლის შანსი გივი მაჭარაშვილს (97 კგ.) ექნება, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის თურქ და გერმანელ ფალავნებს შორის უმჯობესს დაუპირისპირდება.
კომენტარები