Thumbnail
  • კრემონეზე ჯოვანი სტროპას 2025 წლის 30 ივნისამდე ჩააბარეს
  • ლუკა ლოჩოშვილის გუნდმა სერია B-ში სეზონი არადამაჯერებლად დაიწყო

კრემონეზეს მთავარ მწვრთნელად ჯოვანი სტროპა დაინიშნა, შესაბამისად, ლუკა ლოჩოშვილს მასთან მუშაობა მოუწევს.

იტალიელმა დავიდე ბალარდინი შეცვალა, რომელიც გუშინ დაითხოვეს, რადგან კრემონელებმა სერია B-ს ხუთ ტურში მხოლოდ 5 ქულა მოიპოვეს. მხარეებს შორის კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

ჯოვანი სტროპამ სამწვრთნელო კარიერა მილანის ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, შემდეგ პესკარას, სპეციას, სუდტიროლსა და კროტონეს ავარჯიშებდა, ყველაზე კარგი შედეგები კი, მონცაში ჰქონდა, რომელიც ჯერ ლეგა პროდან სერია B-ში, მერე სერია B-დან სერია A-ში ისტორიაში პირველად გადაიყვანა. იტალიის ელიტარულ ლიგაშიც მონცას გასული სეზონის სტარტზე ის ხელმძღვანელობდა, თუმცა, წარუმატებელი შედეგების გამო ერთი წლის წინ დაითხოვეს.

ჯოვანი სტროპას დებიუტი კრემონეზეში 23 სექტემბერს შედგება, როდესაც ეს გუნდი ასკოლის უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები