Thumbnail

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

დღეს კვარცხლბეკზე ასვლა გივი მაჭარაშვილმა (97 კგ.) მოახერხა, რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში თურქ ფალავანს იბრაჰიმ ჩიფჩის 6:2 სძლია და პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც მოიპოვა.

🎥 გივი მაჭარაშვილის გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში 👇

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on Tuesday, September 19, 2023


შეგახსენებთ, რომ გასულ დღეებში საქართველოს ნაკრებს 3 მედალი ჰქონდა მოპოვებული: ვლადიმერ გამყრელიძემა (79 კგ.) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.) ვერცხლის მედლები აიღეს, ხოლო შოთა ფარტენაძემ (61 კგ.) – ბრინჯაოსი.

21 სექტემბრიდან მსოფლიოს ჩემპიონატში უკვე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან, საქართველოს ნაკრები კი ხალიჩაზე ასეთი შემადგენლობით გავა:

ნუგზარ წურწუმია (55 კგ.), ფრიდონ აბულაძე (60 კგ.), ლერი აბულაძე (63 კგ.), ჯონი ხეცურიანი (67 კგ.), რამაზ ზოიძე (72 კგ.), იური ლომაძე (77 კგ.), გელა ბოლქვაძე (82 კგ.), ლაშა გობაძე (87 კგ.), გიორგი მელია (97 კგ.), იაკობ ქაჯაია (130 კგ.).

კომენტარები

ბოლო ამბები