- მასიმო კაპუტისთვის ხვიჩა კვარაცხელიას ჟესტი მისაღები არ იყო
- ის არც ნაპოლის მიმართ კრიტიკას და სკეპტიციზმს ეთანხმება
იტალიელმა ჟურნალისტმა მასიმო კაპუტიმ ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა ჯენოასთან შეცვლის შემდეგ რუდი გარსიას მიმართ გაკეთებული ჟესტის გამო. Rai-ს კორესპონდენტი ფიქრობს, რომ ხვიჩამ შეცვლის შემდეგ მოედანი უხმაუროდ უნდა დატოვოს.
"უბრალოდ, უნდა გაჩუმდეს და მოედნიდან გავიდეს! ზოგადად, ნაპოლის მიმართ დამოკიდებულებას შევცვლიდი, ძალიან დიდი პესიმიზმია იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ მხოლოდ 4 თამაშია ჩატარებული. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ მეტოქეებმა ნაპოლი შეისწავლეს, გასული სეზონის თამაშის გამეორება წარმოუდგენელი იყო", - თქვა კაპუტიმ.
ხვიჩა კვარაცხელიას 19 მარტის შემდეგ უგოლო სერია აქვს. მან მიმდინარე სეზონში სერია A-ს სამ მატჩში 1 საგოლე პასი მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი სერია A-ში 7 ქულით მე-4 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 20 სექტემბერს, სტუმრად ბრაგასთან ჩაატარებს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დაუპირისპირდება.
კომენტარები