Thumbnail

ჩემპიონთა ლიგა | უგოლო ფრე მილანში, ლაიპციგმა შვეიცარიაში მოიგო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მილანი 0:0 ნიუკასლი | იანგ ბოისი 1:3 ლაიპციგი
  • ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონი დაიწყო

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი ოფიციალურად დაიწყო.

დაიწყო ორი მატჩით, რომლებიც პარალელურად, მილანსა და ბერნში გაიმართა. დღის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დუელი მილანსა და ნიუკასლ იუნაიტედს შორის იყო დაანონსებული.

ნიუკასლი, რომელიც 20-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ლიგას, მეორე მხარეს კი შარშანდელი ნახევარფინალისტი "როსონერი". "სან სიროს“ პუბლიკა როგორც მოსალოდნელი იყო, სანდრო ტონალის ოვაციებით დახვდა.

თამაში კი, არ გამოდგა ისეთი, როგორსაც ქომაგები ისურვებდნენ. მილანი უკეთესი იყო, საგოლე მომენტებიც შექმნა, განსაკუთრებით მატჩის დასაწყისში, მაგრამ ინგლისელთა მეკარე შესანიშნავად ირჯებოდა, ზოგჯერ თვითონ მასპინძლები მოქმედებდნენ ბოლო მომენტში ცუდად. ნიუკასლი შეტევაში ვერაფერს აკეთებდა, ერთადერთხელ დაარტყეს კარში, ისიც 94-ე წუთზე, როდესაც მარკო სპორტიელომ მილანი დაუმსახურებელი მარცხისგან იხსნა. "ჯორდებს" მოგება არ ეკუთვნოდათ, ვერ ვიტყვით, რომ ქულა დაიმსახურეს, მაგრამ ეს ქულა ედი ჰაუს გუნდმა მოიპოვა და მიზანს მიაღწია.

„როსონერიმ“ კი საგოლე მომენტების გამოუყენებლობის გამო მნიშვნელოვანი ქულები სტარტზევე დაკარგა. იტალიელებს მატჩის დასაწყისში გოლის გატანა აშკარად შეეძლოთ. მეორე ტურში მილანი 4 ოქტომბერს, დორტმუნდს ესტუმრება, ხოლო იმავე დღეს ნიუკასლი პსჟ-ს უმასპინძლებს.

კიდევ ერთი მატჩი გაიმართა G ჯგუფში, სადაც ლაიპციგმა ბერნში იანგ ბოისი 3:1 დაამარცხა. შვეიცარიის ჩემპიონმა გაცილებით ძლიერ მეტოქეს დიდი წინააღმდეგიბა გაუწია, მაგრამ ბოლო 15 წუთში 2 გოლი გაუშვა და უქულოდ დარჩა.

მილანი 0:0 ნიუკასლი

მილანი (4-3-3): მენიო (80. სპორტიელო) - კალაბრია (46. ფლორენცი), ჩაო, ტომორი, ტეო ერნანდესი - ლოფტუს-ჩიკი (72. მუსა), კრუნიჩი, პობეგა (61. რეინდერსი) - ჩუკვუეზე (61. პულიშიჩი), ჟირუ, ლეაო.

ნიუკასლი (4-3-3): პოუპი - ტრიპიერი, შერი, ბოტმანი, ბერნი - ლონგსტაფი, გიმარაეში, ტონალი (72. ანდერსონი) - მერფი (63. ვილსონი), ისაკი (90. ბარნსი), გორდონი (63. ალმირონი).

იანგ ბოისი 1:3 ლაიპციგი

გოლები: 0:1 სიმაკანი (3), 1:1 ელია (33), 1:2 შლაგერი (74), 1:3 შეშკო (90)

კომენტარები

ბოლო ამბები