Thumbnail
  • გერმანული გამოცემა ბუდუს სასტარტო შემადგენლობაში ყოფნის შანსებზე წერს
  • ზივზივაძემ აღნიშნა, რომ ის 90 წუთის სათამაშოდ მზადაა და ამის იმედი აქვს

ნორვეგიის ნაკრებთან სტუმრად გატანილი გოლის შემდეგ ბუდუ ზივზივაძე გერმანიაში დაბრუნდა და თავის გუნდთან, კარლსრუესთან ერთად მორიგი შეხვედრა გამართა. საქართველოს ნაკრების ფორვარდი კაიზერსლაუტერნთან ფრედ 1:1 ნათამაშებ შეხვედრაში 68-ე წუთზე ჩაერთო.

გერმანულმა Badische Neueste Nachrichten-მა ბუდუს ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომელშიც მისი კომენტარებიც არის დართული. ავტორი ზივზივაძეს სათამაშო დროსა და სასტარტო შემადგენლობაში ყოფნის შანსებზე წერს. გარდა ამისა, გამოცემა საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შესაძლებლობას უსვამს ხაზს.

"ლარს შტინდლმა დასაბრუნებლად სამშაბათს ერთი ნაბიჯი წინ გადადგა. კარლსრუეს მოთამაშე ვარჯიშის დილის სესიაზე თანაგუნდელებთან ერთად იმყოფებოდა, მაგრამ თამაშის დროს ინერტულად მოძრაობდა, ყოველგვარი ფიზიკური კონტაქტის გარეშე.

შუადღისას 35 წლის ფეხბურთელი, რომელმაც ოპერაცია გადაიტანა, დაასვენეს. მომდევნო დღეებში გაირკვევა თუ შეძლებს შტინდლი შაბათს ფიურტთან თამაშს და თუ კი, მაშინ რამდენი ხანი. ბუდუ ზივზივაძეზე ეს საკითხი ასევე იმოქმედებს. თუ შტინდლი კვლავ არ იქნება, ქართველი ფეხბურთელის სასტარტო შემადგენლობაში ყოფნის შანსი გაიზრდება.

მიმდინარე სეზონში სასტარტოდან მატჩი ორჯერ დაიწყო

შაბათს, კაიზერსლაუტერნთან 1:1 ნათამაშებ შეხვედრაში, იგორ მატანოვიჩის დაყენება ამჯობინეს, ზივზივაძეს კი კვლავ ჯოკერის როლი ჰქონდა - მეოთხედ მიმდინარე სეზონში. მან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ დაიწყო - ოსნაბრიუკთან (3:2) და თასის თამაშზე ზაარბრიუკენთან (1:2).

"ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაა, რომელსაც პატივს ვცემ. ის უფროსია. არ აქვს მნიშვნელობა რამდენ წუთს მომცემს, ვეცდები, რომ გამოვიყენო", - ამბობს ზივზივაძე.

მან ასევე აღნიშნა, რომ ის სანაკრებო პაუზიდან გვიან დაბრუნდა და გუნდთან ერთად მომზადებისთვის მხოლოდ 2 დღე ჰქონდა.

ზივზივაძე ეროვნულ ნაკრებშიც სანიოლს სათადარიგო სკამზე ჰყავს

29 წლის ფეხბურთელი იგივე სიტუაციაშია ეროვნულ გუნდშიც. მწვრთნელი ვილი სანიოლი, რომელიც ბუნდესლიგაში, მიუნხენის ბაიერნში მუშაობდა, შეტევაში ნაპოლის ხვიჩა კვარაცხელიას და აიაქსის გიორგი მიქაუტაძეს ეყრდნობა.

ნორვეგიასთან სტუმრად მაგარი გოლი გაიტანა

ზივზივაძეს წინა შეხვედრაში მცირე სათამაშო დრო მისცეს, მაგრამ ყურადღების მიქცევა მაინც შეძლო და ნორვეგიასთან 1:2 წაგებულ მატჩში გოლის გატანა მოახერხა. მან კარლსრუელს მაისურით, გადამწყვეტი გოლი ჰამბურგის წინააღმდეგაც (2:2) გაიტანა. მან ასევე გავლენა იქონია კაიზერსლაუტერნთან შეხვედრაშიც.

"ბუდუს შეყვანა წარმატებული ცვლილება იყო", - აღნიშნა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა.

"კარგად შევედი და რამდენიმე კარგი მომენტი მქონდა", - ამბობს ზივზივაძე თავის მე-15 თამაშზე ბუნდესლიგაში. ის კარლსრუეს იანვარში შეუერთდა, მანამდე კი თავის სამშობლოში, დანიასა და უნგრეთში თამაშობდა.

კარლსრუეს მწვრთნელს სტაბილურობა სჭირდება

ის კვლავ ელოდება დიდ გარღვევას Wildpark-ზე. დიდხნიანი შეჩვევის პერიოდის დროს ის სეზონის მეორე ნახევარში ფაბიან შლოისნერისა და მიკელ კაუფმანის შემცვლელი იყო. მას ერთ გოლზე მეტი არ გაუტანია, მაგრამ კაიზერსლაუტერნის წინააღმდეგ სახლში მოგებულ შეხვედრაში გაიტანა.

ზივზივაძე არ მალავს, რომ მას უფრო მეტი სურს: "მინდა ყველა მატჩი სასტარტოდან დავიწყო და იმედია, მომავალში ვითამაშებ. ვფიქრობ, რომ 90 წუთის სათამაშოდ მზად ვარ".

აიხნერი, საპირისპიროდ, თავდამსხმელისგან სტაბილურობას ითხოვს: "ყოველთვისაა ისეთი მომენტები, როგორიც შაბათს იყო, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ვარჯიშების დროს სტაბილურობა გამოაჩინოს. ამის შემდეგ ის გახდება მოთამაშე, რომელიც გვჭირდება."

ევროპის ჩემპიონატის ისტორიული შესაძლებლობა საქართველოსთვის

ზივზივაძეს, რომელსაც კარლსრუესთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება, წინ გადამწყვეტი კვირები და თვეები ელის. ეს ეხება ეროვნულ გუნდსაც. ქართველებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა, რომ ერთა ლიგიდან ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდნენ. C ლიგის პლეი-ოფი 2024 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

"ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მატჩები იქნება", - ამბობს ზივზივაძე და ხაზს უსვამს მნიშვნელობას.  მანამდე კი, ის მზად იქნება ითამაშოს არა მხოლოდ დამხმარე როლი როგორც კარლსრუეში, ისე საქართველოს ნაკრებში."

შემდეგ შეხვედრას ზივზივაძის კარლსრუე 23 სექტემბერს გროიტერ ფიურტის წინააღმდეგ გამართავს და შესაძლოა, ბუდუც სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები