- ჩემპიონთა ლიგაში პირველი სათამაშო დღე საინტერესოდ წარიმართა
- ივან პროვედელმა ლაციო ბოლო წუთზე გატანილი გოლით იხსნა
- ჩემპიონთა ლიგა | უგოლო ფრე მილანში, ლაიპციგმა შვეიცარიაში მოიგო
ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი დაიწყო და პირველივე დღეს შეხვედრები საინტერესოდ წარიმართა. მსოფლიოს საუკეთესო საკლუბო ტურნირის გახსნით სათამაშო დღეს ყურადღების ცენტრში არაერთი მატჩი მოექცა, მაგრამ ყველაზე მოულოდნელად მოქმედი ჩემპიონის, მანჩესტერ სიტის შეხვედრა წარიმათა, რომელიც სახლში ცრვენა ზვეზდას დაუპირისპირდა.
"ქალაქელებს" ეს შეხვედრა ძალიან მარტივად უნდა მოეგოთ, რაც, საბოლოო ჯამში, ასეც მოხდა, მაგრამ გულშემატკივრებმა საკმაოდ უცნაური ტაიმი იხილეს - პირველ ნახევარში გვარდიოლას გუნდმა კარისკენ 22-ჯერ დაარტყა, 7-ჯერ კი კარში, მაგრამ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ანგარიში ტაიმის მიწურულს ცრვენა ზვეზდამ გახსნა - ერთი-ერთზე გასვლის შემდეგ ედერსონ ოსმან ბუკარის აჯობა. მეორე ტაიმში ინგლისელებმა თავიანთი მომენტები გამოიყენეს - ალვარესმა დუბლის შესრულება მოახერხა, მესამე გოლი კი სერბებს როდრიმ გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ყველაზე მეტ ინტერესს მაინც პსჟ-დორტმუნდის შეხვედრა იწვევდა და მოსალოდნელი იყო, რომ მატჩი დაძაბულად წარიმართებოდა, მაგრამ უგოლო ფრის შემდეგ ფრანგებმა მარტივი გამარჯვების მოპოვება მოახერხეს - მბაპემ მეორე ტაიმში პენალტი გამოიყენა, რასაც ჰაკიმის მაგარი გოლი მოჰყვა 2:0.
რომის ლაციომ ქულა მეკარის გოლით მოიპოვა. ბარიოსის მიერ პირველ ტაიმში გატანილი გოლით მადრიდის ატლეტიკო 1:0-ს იგებდა, მაგრამ ივან პროვედელიმ 90+5 წუთზე ფორვარდის სტილში შესანიშნავი თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგაში ქართველი ფეხბურთელების დებიუტი შედგა - შახტარის შემადგენლობაში ითამაშეს ირაკლი აზაროვმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა, რომლებიც პორტუს წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში არ იყვნენ, მაგრამ, შესაბამისად, 65-ე და 76-ე წუთზე შევიდნენ. უკრაინელები პირველ მატჩში 1:3 დამარცხდნენ.
E ჯგუფი
ფეიენოორდი 2:0 სელტიკი
გოლები: 1:0 სტენგსი (45+2), 2:0 იაჰანბახში (76)
ლაციო 1:1 ატლეტიკო
გოლები: 0:1 ბარიოსი (29), 1:1 პროვედელი (90+5)
F ჯგუფი
პსჟ 2:0 დორტმუნდი
გოლები: 1:0 მბაპე (49), 2:0 ჰაკიმი (58)
G ჯგუფი
მანჩესტერ სიტი 3:1 ცრვენა ზვეზდა
გოლები: 0:1 ბუკარი (45), 1:1 ალვარესი (47), 2:1 ალვარესი (60)
H ჯგუფი
ბარსელონა 5:0 ანტვერპენი
გოლები: 1:0 ფელიქსი (11), 2:0 ლევანდოვსკი (19), 3:0 ბატაილე (ს.კ. 22), 4:0 გავი (54), 5:0 ფელიქსი (66)
შახტარი 1:3 პორტუ
გოლები: 0:1 გალენო (8), 1:1 კელსი (13), 1:2 გალენო (15), 1:3 ტერამი (29)
კომენტარები