- შონ ო'მალიმ პოტენციურ მეტოქეებზე საკუთარ პოდკასტში ისაუბრა
- "შუგას" თქმით, ქვემსუბუქი წონის ჩემპიონთან საჩხუბრად მზად 2 წელში იქნება
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა შონ ო'მალიმ (17-1) საკუთარ პოდკასტში სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თავის, ქვემსუბუქ და მსუბუქ წონაში ერთადერთი მებრძოლი არის, ვისთან ჩხუბიც არ სურს.
"შუგა" მიიჩნევს, რომ ამ სამ დივიზიონში ყველა სპორტსმენის ნოკაუტში გაშვება შეუძლია, მაგრამ ალექსანდერ ვოლკანოვსკისთან (26-2) იმდენად რთული მატჩი ექნება, რომ ჯერ მზად არ არის.
"არასდროს მითქვამს, რომ ვოლკანოვსკისთან არ ვიჩხუბებ, ვფიქრობ, მაგ დივიზიონშიც ყველას გავთიშავ, მაგრამ იმდენად ალექსთან იმდენად რთული მატჩი მექნება, რომ ახლა "ვოლკთან" ბრძოლა ნამდვილად არ მინდა. ალბათ, 1-2 წელი დამჭირდება და ავსტრალიელთან ჩხუბის ჩასატარებლად მზად ვიქნები," - თქვა "შუგამ".
სანამ ო'მალი ვოლკანოვსკისთან ბრძოლის ვარიანტებს განიხილავს, ჯერ საკუთარი წონის ქამარი აქვს დასაცავი. ამერიკელი მერაბ დვალიშვილთან (16-4) ჩხუბისგან თავის არიდებას ცდილობს და სატიტულო მატჩის ჩიტო ვერასთან (21-8) ჩატარება სურს. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ქამარზე ჩხუბი ქართველ “მანქანასთან” მოუწიოს.
კომენტარები