Thumbnail
  • რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელიაზე დასმულ კითხვას უპასუხა
  • ნაპოლის მწვრთნელის თქმით, ის ფეხბურთელს პირადად ესაუბრა

ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა. ფრანგს კითხვა ქართველის ჟესტზე დაუსვეს, რომელიც მოედნიდან გასვლის შემდეგ გამოხატა. 

ჯენოასთან ფრედ (2:2) დასრულებულ მატჩში გარსიამ კვარაცხელია 89-ე წუთზე შეცვალა. ქართველმა გარემარბმა ამ გადაწყვეტილებით გამოწვეული უკმაყოფილება არ დამალა. 

"კვარაცხელიას ჟესტი? მე ყველას ველაპარაკები, მათ შორის ხვიჩასაც. მან კარგად იცის, რომ შეცდომა დაუშვა და ეს პირდაპირ ვუთხარი, თუმცა პრობლემა არ არსებობს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ უგოლო სერიის გამო არ ნერვიულობს. ხვიჩას ავუხსენი, რომ ერთადერთი რამ, რაც სჭირდება, ეს კარგად თამაშზე კონცენტრირებაა. ის გადამწყვეტი უნდა იყოს არა მხოლოდ გოლების საკითხებში, არამედ საგოლე პასებშიც," - განაცხადა რუდიმ. 

ნაპოლი დღეს, 20 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონის პირველ შეხვედრას პორტუგალიაში, ადგილობრივ ბრაგასთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები