- ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტური დასრულდა
- ბაიერნმა წაუგებელი მატჩების სერია 35-მდე გაზარდა
- ზალცბურგმა რეკორდულად ახალგაზრდული გუნდით მოიგო
- კვარაცხელია ადრე შეცვალეს! ხვიჩამ უკმაყოფილება ვერ დამალა
დღის ცენტრალურმა მატჩმა იმედები გაამართლა: მიუნხენის ბაიერნისა და მანჩესტერ იუნაიტედის დაპირისპირებაში 7 გოლი ვნახეთ!
რეკორდმაისტერმა პირველი ტაიმი სანეს და გნაბრის გოლებით 2:0 მოიგო, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში ჰოილუნდმა იუნაიტედი თამაშში დააბრუნა. მართალია, ჰარი კეინმა მალევე აღადგინა 2-ბურთიანი სხვაობა და თითქოს მიუნხენურ გრანდს ეს მატჩი გამარჯვებამდე უპრობლემოდ უნდა მიეყვანა, მაგრამ 88-ე წუთზე კაზემირომ კიდევ ერთხელ დაძაბა სიტუაცია. ბაიერნი მათის ტელმა იხსნა, რომელმაც 92-ე წუთზე ანგარიში 4:2 გახადა. თუმცა კაზემირომ მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე ერთიც გაიტანა და საბოლოოდ 4:3.
🟠 ამ გამარჯვებით ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე წაუგებელი მატჩების სერია 35-მდე გაზარდა.
🟠 თომას მიულერმა ჩემპიონთა ლიგაში ბაიერნის ფორმით საიუბილეო, მე-100 გამარჯვება იზეიმა (143-ე მატჩში). ევროპის ელიტარულ საკლუბო ტურნირზე 100-ზე მეტი მოგება მხოლოდ ორ ფეხბურთელს აქვს: კრიშტიანო რონალდოს (115) და იკერ კასილიასს (101).

ლონდონის არსენალმა პსვ ეინდჰოვენთან ფავორიტის სტატუსი გაამართლა: მიკელ არტეტას გუნდმა ეინდჰოვენი 4:0 გაანადგურა. ლისაბონის ბენფიკა საკუთარ მოედანზე მოულოდნელად დამარცხდა ზალცბურგთან - გუნდთან, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გუნდით ითამაშა. ზალცბურგის საშუალო ასაკი მხოლოდ 21 წელი და 183 დღე გახლდათ, რაც ახალი რეკორდია. პარალელურ მატჩში სევილიამ და ლანსმა ქულები გაიყვეს (1:1).
წინა სეზონის ფინალისტ მილანის ინტერს რეალ სოსიედადთან ძალიან მძიმე თამაში ჰქონდა - "ნერაძურის" ქულა ლაუტარო მარტინესმა გადაურჩინა (87-ე წუთზე).
A ჯგუფი
ბაიერნი 4:3 მანჩესტერ იუნაიტედი
გოლები: 1:0 სანე (28), 2:0 გნაბრი (32), 2:1 ჰოილუნდი (49), 3:1 კეინი (53-პენ), 3:2 კაზემირო (88), 4:2 ტელი (92), 4:3 კაზემირო (95)
ბაიერნი (4-2-3-1): ულრაიხი - ლაიმერი, უპამეკანო, კიმი, დევისი - გორეტცკა, კიმიხი - სანე (87. ტელი), მუსიალა (75. ჩუპო-მოტინგი), გნაბრი (63. კომანი) - კეინი (87. მიულერი).
მანჩესტერ იუნაიტედი (4-1-4-1): ონანა - დალოტი, ლინდელოფი, მარტინესი, რეგილონი - კაზემირო - პელისტრი (81. გარნაჩო), ბრუნო ფერნანდეში, ერიკსენი (69. მაკტომინეი), რაშფორდი - ჰოილუნდი (81. მარსიალი).
გალათასარაი 2:2 კოპენჰაგენი
გოლები: 0:1 ელიუნუსი (35), 0:2 გონსალვეში (58), 1:2 ბოე (86), 2:2 ტეტე (88)
გაძევება: იელერტი (კოპენჰაგენი, 73')
B ჯგუფი
არსენალი 4:0 ეინდჰოვენი
გოლები: 1:0 საკა (8), 2:0 ტროსარი (20), 3:0 გაბრიელ ჟეზუში (38), 4:0 ოდეგორი (70)
სევილია 1:1 ლანსი
გოლები: 1:0 ოკამპოსი (9), 1:1 ფიულჟენი (24)
D ჯგუფი
რეალ სოსიედადი 1:1 ინტერი
გოლები: 1:0 მენდესი (4), 1:1 ლაუტარო მარტინესი (87)
გაძევება: ბარელა (65. ინტერი)
ბენფიკა 0:2 ზალცბურგი
გოლები: 0:1 შიმიჩი (15-პენ), 0:2 გლუხი (51)
გაძევება: ანტონიო სილვა (13. ბენფიკა)
კომენტარები