Thumbnail
  • პორტუგალია 4:2 საქართველო
  • ავთანდილ ასათიანის გუნდმა მე-2 ტაიმში გაცილებით უკეთ ითამაშა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდში მეორე მატჩი გამართა და პორტუგალიაში 2:4 დამარცხდა.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გაუშვა, მეორეში კი ჩამორჩენის შემცირება მოახერხა. საქართველოს ნაკრების რიგებში თავი გიორგი ღავთაძემა და ვილიანმა გამოიჩინეს. სათქმელია ისიც, რომ თამაშის მიწურულს საქართველოს ნაკრების მეკარე ზვიად კუპატაძემ 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმის მოგერიება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ E ჯგუფის სასტარტო ტურში საქართველოს ნაკრებმა სომხეთს 2:1 სძლია, ხოლო პორტუგალიამ სტუმრად ფინეთს 5:1 მოუგო. მე-2 ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში სომხეთი შინ ფინეთთან 2:3 დამარცხდა. შედეგად, ჯგუფს 6 ქულით პორტუგალია ლიდერობს, საქართველოსა და ფინეთს 3-3 ქულა აქვთ, ხოლო სომხეთს – 0.

კაპიტნების ტრადიციული ფოტო მატჩის დაწყების წინ

მე-3 ტურის მატჩები 6-7 ოქტომბერს ჩატარდება, როდესაც სომხეთი პორტუგალიას უმასპინძლებს, ხოლო საქართველო უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ფინეთს მიიღებს.

ცნობისთის, ელიტ რაუნდში 20 გუნდი ხუთ ჯგუფშია გადანაწილებული, საიდანაც პირდაპირ ფინალში გამარჯვებულები გავლენ, 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი კი საგზურის მფლობელ კიდევ ორ ნაკრებს პლეი ოფში გამოავლენს.

ფუტსალის მსოფლიოს ჩემპიონატი გაისად 14 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით უზბეკეთში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 6 კონფედერაციის წარმომადგენელი 24 ნაკრები მიიღებს. როგორც აღვნიშნეთ, ევროპაზე 7 ქვოტა მოდის.

 

კომენტარები

ბოლო ამბები