Thumbnail

ოლივერ კანიც საუდის არაბეთში? გერმანელ ლეგენდას შეფობას სთავაზობენ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ოლივერ კანი შეიძლება საუდის არაბეთში სამუშაოდ წავიდეს
  • გავრცელებული ცნობებით მას ალ-ჰილალის ხელმძღვანელობას სთავაზობენ

რამდენიმე დღის წინ, მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა შეფმა ოლივერ კანმა ბევრი გააოცა საუდის არაბეთიდან გამოქვეყნებული ფოტოთი, რომელზეც ბრაზილიელ სუპერვარსკვლავ ნეიმართან ერთად იყო აღბეჭდილი. როგორ იცით, ეს უკანასკნელი აგვისტოში პარი სენ-ჟერმენიდან ალ-ჰილალში 90 მილიონ ევროდ გაიყიდა.

ახლა კი ლეგენდარულ გერმანელ მეკარეზე ახალი ცნობები ვრცელდება: როგორც ჩანს, საუდელებს კანის წაყვანაც უნდათ! თავიდან გამოცემა Asharq Al-Awsat-მა დაწერა და მერე გერმანელებმაც გაავრცელეს ცნობები, რომ ოლივერ კანს ალ-ჰილალის გენერალური დირექტორის თანამდებობას სთავაზობენ.

გაზეთ “ბილდის” კითხვაზე, არის თუ არა ეს სიმართლე, კანმა ოთხშაბათს პასუხის გაცემა არ ისურვა. ფაქტია: კანი საუდის არაბეთში პირველად არ ჩასულა, ადრეც იყო და ზოგადად, საუდელთა მოქმედებებს საფეხბურთო სცენაზე ყურადღებით აკვირდება.

ცოტა ხნის წინ კანს ასეთი რამ აქვს ნათქვამი: “საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ჯერ კიდევ 2017 წელს განვახორციელე გარკვეული პროექტები. იქ მიმდინარე პროცესებს იდენტურ კონტექსტში ახლაც თვალს ვადევნებ. ფედერაციაშიც, ლიგაშიც და კლუბებშიც იქ ახლა ბევრი რამ ხდება.”

ოლიმ საუდეთში არა მარტო ნეიმარი, არამედ კრიშტიანო რონალდოც მოინახულა და მასთან ერთად ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელი სადიო მანეც. ცხადად ჩანს, რომ თუ საუდელებისგან კარგ შეთავაზებას მიიღებს, შეიძლება უარი არ თქვას.

კომენტარები

ბოლო ამბები