Thumbnail

IWF-მა ზურაბ კახაბრიშვილი პარიზის ოლიმპიადაზე მთავარ ექიმად დანიშნა

  • ქართველი ექიმი საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან არის წარდგენილი
  • ზურაბ კახაბრიშვილმა IWF-სგან ოფიციალური წერილი უკვე მიიღო

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი, ზურაბ კახაბრიშვილი პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში მთავარ ექიმად დაინიშნა. მან ამის შესახებ IWF-სგან ოფიციალური წერილი უკვე მიიღო.

"ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) აღმასრულებელი საბჭოს სახელით, გთხოვთ მიიღოთ ჩვენი მილოცვა პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, საერთაშორისო ტექნიკურ ოფიციალურ პირად (ITO) დანიშვნასთან დაკავშირებით", - ნათქვამია ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის, მოჰამედ ჯალუდის წერილში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველი ექიმი წარდგენილია საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან, როგორც კონკრეტული სპორტის სახეობის საერთაშორისო ტექნიკური ოფიციალური პირი.

კომენტარები

ბოლო ამბები