Thumbnail

პარმას ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ რუდი გარსია გააკრიტიკა. ის ფიქრობს, რომ ფრანგი ხვიჩა კვარაცხელიას განტევების ვაცის როლში წარმოჩენას ცდილობს...

"როდესაც ცუდად თამაშობ, მაგრამ იმარჯვებ, მაინც სასწრაფოდ უნდა შეიცვალო, რათა გაუმჯობესდე, რადგან ცუდი თამაში ყოველთვის შედეგის მომტანი არ იქნება. თუ ამას არ გააკეთებ, გამოდის, რომ ჯიუტი ხარ. გასული სეზონის გზის გაგრძელება, რომელიც წარმატებული იყო, ცუდი არ არის, პირიქით - ჭკვიანური ნაბიჯია, მაგრამ თუ გინდა საქმე შენებურად გააკეთო მაშინაც კი, როცა საქმე კარგად არ მიდის, თავხედი ხარ", - თქვა ნაპოლის დღევანდელ ვითარებაზე ფედელემ, რომელმაც ფრანგი სპეციალისტის მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ დამოკიდებულებაზეც გააკეთა კომენტარი:

"გარსიას მხრიდან კვარაცხელიას მიმართ აშკარა იდიოსინკრაზმს ვხედავ. როდესაც ნიჭიერი ფეხბურთელი გყავს, მხარი უნდა დაუჭირო და არ შეცვალო განტევების ვაცად წარმოსაჩენად. როგორ იქნება მსგავს სიტუაციაში ქართველი ფეხბურთელი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით?".


შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში რუდი გარსიას ხვიჩა კვარაცხელიასთვის 90 წუთის თამაშის შესაძლებლობა არ მიუცია, რასაც ქართველი ფეხბურთელის მხრიდან საჯაროდ უარყოფითი რეაქციებიც მოჰყვა. ბრაგასთან მატჩში ფრანგმა ის მხოლოდ 65 წუთი ათამაშა.

ნაპოლი მომდევნო მატჩს სერია A-ში 24 სექტემბერს, ბოლონიას წინააღმდეგ ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები