Thumbnail
  • საფრანგეთი 96:0 ნამიბია
  • ფრანგებს ანტუან დუპონი დაუშავდათ და ტრავმა სერიოზულია

საფრანგეთის მორაგბეთა ნაკრებმა ნამიბიას 96:0 მოუგო და A ჯგუფის ლიდერია. ფრანგებმა მეტოქეს 14 ლელო დაუდეს და 12 გარდასახვა გაუტანეს. ტურნირის მასპინძლებმა პირველ ტაიმში 54 ქულა გაიტანეს, ხოლო მეორე ნახევარში კიდევ 42 ქულა დააგროვეს.

ფრანგებისთვის ყველაზე დიდი დარტყმა ანტუან დუპონის ტრავმაა, რომელმაც 46-ე წუთზე შეჯახების შემდეგ ყბა დაიზიანა. ''საავადამყოფოშია, ექიმები ამოწმებენ. ახლა მეტს ვერაფერს გეტყვით, ძალიან გვეშინია, რომ ეს ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდეს'', - განაცხადა ფრანგთა მწვრთნელმა ფაბიან გალტიემ.

როგორც ფრანგული პრესა წერს, დუპონს ყბის მარჯვენა მხარე დაუზიანდა და გაებზარა. რომან ნტამაკის გამოკლების შემდეგ, თუ ანტუან დუპონის ტრავმაც სერიოზული აღმოჩნდება და ყბა გაბზარული იქნება, ფრანგების საჩემპიონო შანსები მკვეთრად შემცირდება. საფრანგეთი ბოლო ტურში იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები