Thumbnail
  • ანტონიო კასანოს აზრით, ნაპოლის ორი მთავარი პრობლემა აქვს
  • იტალიელი დარწმუნებულია, რომ კვარა იმ ჟესტს სპალეტის არ უჩვენებდა

ხვიჩა კვარაცხელია და ნაპოლი იტალიაში აქტუალური თემაა - პრაქტიკულად ყველა ამაზე ლაპარაკობს.

გამონაკლისი არც ანტონიო კასანოა, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა აზრის პირდაპირ დაფიქსირებით, ქართველი ფეხბურთელისადმი კი ყოველთვის დადებითადაა განწყობილი. ვეტერანი იტალიელი ფიქრობს, რომ კვარა და სტანისლავ ლობოტკა ნაპოლისთვის რუდი გარსიამ პრობლემად აქცია. ანტონიოსთვის მიუღებელი გამოდგა განცხადებაც, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ნაპოლიმ კვარას კონტრაქტის შესაძლო განახლების შესახებ გამოაქვეყნა.

"ნაპოლი დაცვაში ცუდად თამაშობს, მაგრამ არსებობს ორი ყველაზე დიდი პრობლემა, - ამბობს კასანო, - ერთია ლობოტკა, რომელიც საერთოდ არ არის დაკავშირებული თამაშთან და გარსიამ პრობლემა მას შემდეგ შეუქმნა, რაც ის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო. მეორე პრობლემა კვარაცხელიაა, რომელსაც შეცვლაზე ჰქონდა რეაქცია, რასაც სპალეტისთან არ გააკეთებდა. ნაპოლი ანარქიული გახდა. ყველაზე სკანდალური კი დე ლაურენტისის პასუხი იყო, როდესაც კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებებს სისულელე უწოდა. კვარაცხელიას ადგილას მე გასახდელს თავდაყირა დავაყენებდი, როგორც ეს მადრიდში გავაკეთე. მან ეს არ გააკეთა, იმიტომ, რომ კარგი ბიჭია".

'დე ლაურენტისის განცხადება კვარაცხელიაზე ნამდვილი სკანდალია!' - ანტონიო კასანო

კვარაზე კომენტარი გააკეთა კიდევ ერთმა ვეტერანმა ფეხბურთელმა დანიელე ადანიმ, რომლის თქმით, ხვიჩას არ აქვს "ოქროს ბურთის" ნომინანტი ფეხბურთელისთვის შესაფერისი ხელფასი: "ნაპოლიში ურთიერთობები ტოქსიკური ხდება. კვარაცხელია "ოქროს ბურთის" 30 ნომინანტშია, მაგრამ ამის ადეკვატური კონტრაქტი არ აქვს. გარდა ამისა, შეხედეთ ჯენოასთან შეცვლის შემდეგ მის ჟესტს..."

კვარაზე მშრალი სერიის გამო წნეხი დიდია

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი 24 სექტემბერს, სტუმრად ბოლონიას დაუპირისპირდება. ხვიჩა კვარაცხელიას 19 მარტიდან უგოლო სერია აქვს, რაც აჟიოტაჟს კიდევ უფრო აძლიერებს და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მასზე წნეხი დღითიდღე იზრდება.

კომენტარები

ბოლო ამბები