Thumbnail
  • იტალიურ მედიაში ხვიჩას სათამაშო ფორმა ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა
  • ნაპოლის ქართველ შემტევზე აზრი Sky Sport Radio Marte-ს კორესპონდენტმა გამოთქვა

იტალურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო ფორმა ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა. ნაპოლის 22 წლის ქართველი ვარსკვლავის შესახებ აზრი Sky Sport Radio Marte-ს კორესპონდენტმა ფრანჩესკო მოდუნიომაც გამოთქვა. 

ხვიჩას მარტიდან მოყოლებული გოლი არ გაუტანია. მან ახალ სეზონში ნაპოლის მაისურით 3 მატჩი სერია A-ში ჩაატარა, ერთიც - ჩემპიონთა ლიგაში და მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი საგოლე პასია. მოდუნიომ სერია A-ს წინა სეზონის საუკეთესო მოთამაშე იმ ძაღლს შეადარა, რომელიც თავის კუდს დასდევს.

ჯერჯერობით კვარაცხელიასთვის სეზონის სტარტი წარმატებული ვერ არის 

"ნეაპოლელები ჭკვიანი გულშემატკივრები არიან და იციან, რომ ნაპოლი ყოველთვის ვერ მოიგებს, მაგრამ ქალაქი ამბიციურ, ძლიერს გუნდს ითხოვს, რომელიც აუმჯობესებს იმას, რასაც აკეთებს და აქ საქმე არამხოლოდ შედეგებს ეხება.

კვარაცხელია დღეს აშკარად უფრო პროგნოზირებადი და იოლად წასაკითხი მოთამაშეა და როდესაც მას ორი მეტოქე მეურვეობს, რთულ მდგომარეობაში ვარდება. მეტოქეებმა ისწავლეს მისი შეჩერება. რაღაც მეტია საჭირო. შესაძლოა, საქმე განწყობასაც ეხებოდეს. როდესაც ენერგია და ემოცია არ გყოფნის, ყველაფერი რთულდება. არიან მოთამაშეები, რომლებსაც ენერგიას შექებითა და წარმატებებით იღებენ. ქართველი ცდილობს, იპოვოს საკუთარი თავი, იმ ძაღლს ჰგავს, რომელიც თავის კუდს დასდევს. კვარაცხელია, რომლითაც აღფრთოვანებული იყვნენ მარტამდე, აღარ ჩანს და იგრძნობა ამ მოთამაშის ნოსტალგია", - აქვეყნებს იტალიური მედია ჟურნალისტის სიტყვებს.

ნეაპოლელ გულშემატკივარს ძველებური ხვიჩა ენატრება

ნაპოლიმ სერია A-ს გასულ 4 ტურში 7 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურის მატჩში კვარაცხელიას გუნდი 24 სექტემბერს, სტუმრად ბოლონიასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები