Thumbnail
  • ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ უახლოეს მდევრებს 36.68 ქულით გაუსწრეს
  • იუნიორთა ქართულმა წყვილმა უკვე მოიპოვა გრან პრის ეტაპების ფინალის საგზური

ფიგურულ სრიალში ქართულმა სპორტულმა წყვილმა ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას შემადგენლობით, უდიდესი უპირატესობით მოიგო იუნიორთა შორის ISU-ის გრან პრის მე-5  ეტაპი, რომელსაც ამ დღეებში უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი მასპინძლობს.

ქართულმა წყვილმა კიდევ 13 დუეტთან პაექრობაში მოკლე პროგრამაში 69.94 ქულა მიიღო, თავისუფალში კი – 120.51. ორივე ეს მაჩვენებელი საუკეთესო გახლდათ, ჯამურმა შედეგმა კი 190.45 ქულა შეადგინა, რაც მე-2 ადგილზე გასული უკრაინელი წყვილის მაჩვენებელზე 36.68 ქულით უკეთესი გახლდათ.

მორიგი წარმატების შემდეგ, მეტელკინა-ბერულავას დუეტს 15 ქულა მოუგროვდა და დამაჯერებლად ლიდერობს გრან პრის ჯამურ რეიტინგს. ანასტასიამა და ლუკამ უკვე მოიპოვეს გრან პრის ეტაპების ფინალში მონაწილეობის უფლება, რომელიც 7-10 დეკემბერს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები