Thumbnail
  • ნუგზარ წურწუმიამ ფინალში აზერბაიჯანელ აზიზლისთან 4:13 წააგო
  • ხვალ ბრინჯაოს მედლის აღების შანსი ექნება ფრიდონ აბულაძეს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ნუგზარ წურწუმია (55 კგ.) სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

წურწუმია შარშანდელი ფინალის მსგავსად აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლის გაეჯიბრა და ისევ უშანსოდ წააგო, ამჯერად, 4:13. აღსანიშნავია, რომ აზიზლიმ მსოფლიოს ჩემპიონატის ოქრო კარიერაში მესამედ მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ წურწუმიამ ფინალამდე ალჟირელ დრიდის 12:2 სძლია, მოლდოველ დელეანუს – 10:0, ხოლო უზბეკი ორტიკბოევი 7:4 დაამარცხა. 

დღესვე ხალიჩაზე ფრიდონ აბულაძე (60 კგ.), რამაზ ზოიძე (72 კგ.) და გიორგი მელიაც (97 კგ) გავიდნენ, თუმცა, მათ ნაკლები წარმატებით იასპარეზეს. რეპეშაჟში გადასვლა მხოლოდ აბულაძემ მოახერხა, რომელსაც ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად, ხვალ, ერთბაშად 3 ორთაბრძოლის მოგება დასჭირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები