- საქართველო 0:3 თურქეთი | გოლები: 0:1 ჯინი (5), 0:2 სადიკოღლუ (41), 0:3 ურაზი (71)
- საქართველოს ნაკრები მე-2 ტურში ლუქსემბურგს სტუმრად დაუპირისპირდება
საქართველო ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშებაში ისტორიაში პირველი მატჩი ჩაატარა. ირის ანტმანის გუნდმა თბილისში, "მიხეილ მესხი 2"-ზე თურქეთის ნაკრებს უმასპინძლა. თავიდანვე ვთქვათ, რომ საქართველო ერთა ლიგის C დივიზიონში გამოდის.
თურქეთი ჯგუფის ფავორიტია და სტატუსი გაამართლა, რადგან თბილისში ადვილად, 3:0 მოიგო. თურქები სწრაფადვე დაწინაურდნენ: მე-5 წუთზე მირაი ჯინიმ ახლო მანძილიდან გადაგზავნა ბურთი კარში. პირველი ტაიმის მიწურულს კი სტუმრებმა ბირგულ სადიკოღლუს გოლით სხვაობა გააორმაგეს.
საქართველოს ნაკრებს უჭირდა შეტევაში გადასვლა, შესაბამისად, სახიფათო მომენტებს პრაქტიკულად ვერ ქმნიდა, თუმცა, 54-ე წუთზე გოლის გასატანად კარგი შანსი მიიღო. გუნდის კაპიტანმა ანა ჩემინავამ პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე შეასრულა, მაგრამ არაზუსტად - ბურთი კარს ზემოდან გადააცილა. ანგარიშის შემცირების ნაცვლად კი, სხვაობა გაიზარდა: 71-ე წუთზე იაღმურ ურაზმა თავური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა მარცხით დაიწყო. მეორე ტურში ანტმანის გუნდი 26 სექტემბერს, სტუმრად ლუქსემბურგს შეხვდება. ამავე ჯგუფში თამაშობს ლიეტუვის ნაკრებიც.
საქართველო 0:3 თურქეთი
გოლები: 0:1 ჯინი (5), 0:2 სადიკოღლუ (41), 0:3 ურაზი (71)
საქართველო: გაბელაია - კალანდაძე, ქველიძე, ტატუაშვილი, გასვიანი, ბაქრაძე (86. ბუხრიკიძე), ამბალია, ჩემინავა, დანელია, პასიკაშვილი, ჭყონია.
კომენტარები