Thumbnail

შოკი საფრანგეთისთვის - დუპონს მოტეხილობა აქვს და მინიმუმ თვე ვერ ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ანტუან დუპონს ყბის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა
  • ასეთი ტრავმის მოშუშებას დაახლოებით 4-6 კვირა სჭირდება

საფრანგეთის სარაგბო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ანტუან დუპონი მინდორზე გასვლას დაახლოებით 4-6 კვირა ვერ შესლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მსოფლიო თასს უკეთეს ვარიანტში ნახევარფინალიდან თუ დაუბრუნდება, ცხადია, თუკი, "სამფეროვნებმა" იქ გააღწიეს.

ფრანგებისთვის შოკისმომგვრელი ცნობა დღეს გავრცელდა და სიმართლე ითქვას, ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა, რადგანაც დუპონის მიერ მიღებული ტრავმა თავიდანვე საშიში სჩანდა.

შეგახსენებთ, რომ ნამიბიასთან დიდი ანგარიშით (96:0) მოგებულ მატჩში ფრანგების 9 ნომერს აფრიკული ნაკრების კაპიტანი იოჰან დეისელი შეასკდა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, მეტოქეს ყბის ძვალი გაუტეხა.

დეისელმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც დუპონს ბოდიში მოუხადა და დაწერა, რომ მისთვის ტრავმის განზრახ მიყენება არც კი უფიქრია, თუმცა, ეს ვერაფერი შვებაა საფრანგეთის ნაკრებისთვის, რომელიც მსოფლიო თასის მოსაგებად არის შემართული, ერთ-ერთი ვარსკვლავის გამოკლება კი ძალიან აზარალებს.

ამჟამინდელი გათვლებით, დუპონი ნამდვილად გამოტოვებს ჯგუფური ეტაპის დარჩენილ მატჩს იტალიასთან (6 ოქტომბერი) და შესაძლო მეოთხედფინალს (15 ოქტომბერი). თუკი ყველაფერი კარგად წარიმართა, ანტუანს საქმეში მსოფლიო თასის ნახევარფინალიდან დაუბრუნდება. ფინალისტები 21 და 22 სექტემბერს გამოვლინდებიან.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებმა ნამიბიელთა გარდა, უკვე მოუგო ახალ ზელანდიას (27:13) და ურუგვაის (27:12) და პლეი ოფში თამაში ფაქტობრივად განაღდებული აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები