Thumbnail
  • UFC-ში 35 წლის ქართველი მებრძოლის მორიგი მეტოქის ვინაობა ცნობილია
  • დაპირისპირება 2 დეკემბერს, ტურნირში UFC Fight Night უნდა გაიმართოს 

UFC-ის საშუალო წინის მებრძოლები რომან დოლიძე და ჯარედ კანონიერმა ერთმანეთში ჩხუბის ჩატარებაზე მოილაპარაკეს. ამის შესახებ ESPN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომლის ცნობით, ქართველი და ამერიკელი დაპირისპირებას 2 დეკემბერს, ტურნირში UFC Fight Night გამართავენ. 

ჯერჯერობით, ტურნირს გამართვის ადგილი ოფიციალურად გამოცხადებული არ არის.

ჯარედ კანონიერი (17-6), რომელიც მომავალ ბრძოლას ზედიზედ ორი მოგებით ხვდება, დივიზიონში მე-4 ადგილს იკავებს. 39 წლის სპორტსმენმა ბოლოს ივნისში იჩხუბა, როდესაც მარვინ ვეტორი დაამარცხა. მას ერთი წლის წინ შეხვედრა საშუალო წონის ქამარზეც აქვს ჩატარებული, თუმცა ისრაელ ადესანიასთან (24-3) დამარცხდა. 

რაც შეეხება 35 წლის ქართველ მებრძოლს (12-2), რომელიც საშუალო წონის რეიტინგის მე-7 ნომერია, ბოლოს მარტში იჩხუბა და ზემოთ ხსენებულ ვეტორისთან შეხვედრა დათმო. იქამდე დოლიძეს მოგებათა 4-მატჩიანი სერია ჰქონდა. რომანს ოქტომბერში დერეკ ბრენსონთან უნდა ეჩხუბა, მაგრამ ვეტერანმა ამერიკელმა UFC-იდან წასვლა გადაწყვიტა. 

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯარედ კანონიერი რომან დოლიძესთან ჩხუბით ჯერ არ იყო დაინტერესებული.

კომენტარები

ბოლო ამბები